ამ საფუარიანი ცომის მოსამზადებლად სულ 5 წუთი დაგჭირედბათ! ამ ცომით შეგიძლიათ ახვადასხვა გულსართიანი ღვეზელები, სოსისი ცომში და პიცაც კი მოამზადოთ…ცომი შეგიძლიათ მაცივარში სამ დღემდე ვადით შეინახოთ (არ არის პეროქსიდი), ასევე შეიძლება გაყინოთ. მაშინაც კი, თუ პირველად ამზადებთ ცომს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ!
ინგრედიენტები:
- რძე 500მლ
- ფქვილი 5 ჭიქა (700გრ.)
- შაქარი 2სუფრის კოვზი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- ზეთი 2 სუფრის კოვზი
- დროჟი 11 გრ
მომზადების წესი:
- ჩაყარეთ ჯამში 4 ჭიქა ფქვილი და საფუარი
- შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ თბილი რძე, დაამატეთ შაქარი მარილი და ზეთი
- ყველა ინგრედიენტს ვურევ ერთმანეთში კოვზით
- შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებთ კიდევ 1 ჭიქა ფქვილს
- ცომი გადმოიტანეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში
- ცომი მზადაა 2 საათის შემდეგ, თუმცა პრობლემა არ იქნება თუ მას უფრო დიდხანს შეინახავთ. მე ხშირად ვაკეთებ ამ ცომს საღამოს და ვიყენებ მეორე დღეს.
- მზა ცომს ვიღებთ ცელოფნიდან, მსუბუქად ამოვსვრით ფქვილში და ვამზადებთ ღვეზელებს.
ამ ცომისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ღვეზელები ნებისმიერი შიგთავსით, ასევე შეგიძლიათ ღუმელში შეწვათ ან გამოაცხოთ, თუმცა ჩემი აზრით შემწვარი უფრო გემრიელია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს