არსებობს რამდენიმე ეფექტური მცენარე მეტეორიზმის მკურნალობისთვის, მაგალითად: კვლიავი, კამა (ფენხელი, დიდი კამა-Foeniculum), დარიჩინი და კოჭა.
- კვლიავი – საკვებში ცოტაოდენი კვლიავის დამატება შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს მეტეორიზმთან ბრძოლისთვის. საკვებიდან მეტეორიზმის მიზეზი ძირითადად პარკოსნები ხდებიან.კვლიავი გარდა იმისა რომ მეტეორიზმს კურნავს, ასევე ამცირებს ტკივილს მუცლის არეში. იმის გამო რომ ის ალდეჰიდით არის მდიდარი – ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგ ფუნქციონირებას.
- კამა (ფენხელი, დიდი კამა-Foeniculum) – მეტეორიზმის სამკურნალო მეორე საშუალება – კამაა, მისი როგორც თესლი ასევე ფესვებიც გაზების გამოდევნისთვის გამოიყენება.ის ძალიან გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის მკურნალობისთვის. კამა ნაწლავის ფუნქციონირები რეგულირებასაც ახდენს. მაგალითად კუჭის შეკრულობის ან დიარეის დროს.შეგვიძლია ავიღოთ კამის ნაყენი ან ის უბრალოდ დავამატოთ სალათებში, წვენებში, გავაკეთოთ სმუზი. შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი კაფსულები, ან წავისვათ მისი ეთერზეთი მუცელზე.
- დარიჩინი – დარიჩინი ძალიან პოპულარული სანელებელია, ის თავისი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური, ანტიდიაბეტური და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად ის ასევე არაჩვეულებრივი საჭმლის მომნელებელი საშუალებაცაა.ის განსაკუთრებით მაშინ არის სასარგებლო როდესაც საქმე მეტეორიზმსა და გაზების გამოდევნას ეხება. ის ასევე რეკომენდებულია კუჭის დარღვევების, ნაწლავის პარაზიტიების ქონის ან ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისთვისაც.
- კოჭა – მისი ანთების საწინაღმდეგო და საკვების მომნელებელი თვისებების გამო კოჭა გაზების შემცირებასა და კუჭის გაღიზიანების მოშორებაში დაგეხმარებათ.ის შესანიშნავი საშუალებაა საკვები სისტემის მოწესრიგებისთვის.მისი ფესვები აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.ამასთანავე მას აირების გამომდევნი თვისებები გააჩნია, არის ბუნებრივ გამხსნებლი და არ აღიზიანებს ნაწლავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს