როგორ გამოვიყვანოთ ნიკოტინი ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით

1138

ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც თავს ანებებს მოწევას ან პასიური მწეველია.C ვიტამინის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებული ვარიანტია ორგანიზმიდან ნიკოტინის მოსაშორებლად. გარდა ამისა C ვიტამინი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, რაც ახალი ლეიკოციტების გენeრირებას უწყობს ხელს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის ხილის და ბოსტნეულის გამოყენება სიგარეტზე დამოკიდებულებისგან გაგათავისუფლებთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ნიკოტინის თქვენი სხეულიდან და ცხოვრებიდან მოშორებაში დაგეხმარებათ:

  1. ჭინჭარი-ჭინჭარი შეიცავს რკინას, ეს კი სასარგებლო და შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა ფილტვის დაავადებებთან საბრძოლველად. გარდა ამისა მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ორგანიზმზე.
  2. ფორთოხალი-ფორთოხალი დიდი რაოდენობით C ვიტამინs შეიცავს. ეს იმ C ვიტამინის რაოდენობის კომპენსაციას გააკეთებს რომელიც მოწევისას მცირდება თქვენს ორგანიზმში.
    ფორთოხლის საკვებში გამოყენება ზრდის მეტაბოლიზმს და აჩქარებს მის ნიკოტინისგან წმენდას, ასევე ამცირებს იმ სტრესს რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებასთანაა დაკავშირებული.
  3. ისპანახი-ისპანახი მდიდარია ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავით, ის სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის თუნდაც იმიტომ, რომ ნიკოტინს საშინელ გემოს აძლევს.
  4. ფიჭვის ჩაი-ის ძალიან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს და შესანიშნავი მოკავშირეა ნიკოტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთანავე ის ყელისა და პირის ღრუს დეზინფექციისთვის გამოიყენება, ასევე გვეხმარება ფილტვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
  5. ბოსტნეული-ნიახურის სხვა ბოსტნეულთან ერთად – მაგალითად: ბადრიჯანთან, ცუკინისთან, მწვანე ლობიოსთან და კომბოსტოსთან გამოყენება დაგეხმარებათ სიგარეტისთვის თავის დანებებაში. თუმცა აჯობებს თავი მოარიდოთ ტკბილ ბოსტნეულს, რადგან გლუკოზა ასტიმულირებს მწეველობის მიმართ მიზიდულობას.
  6. წყალი-ნიკოტინი აუწყლოვნებს ორგანიზმს, ამიტომ დალიეთ წყალი რეჰიდრატაციისთვის. კარგად დატენიანება თქვენს ორგანიზმს ნიკოტინის გამოდევნაში ეხმარება.
  7. ბროკოლი-ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით В5 და С ვიტამინებს. შეივსეთ ცე ვიტამინის მარაგი და ხელი შეუწყვეთ მაღალ მეტაბოლიზმს. ბროკოლში ისეთი ნივთიერება შედის რომელიც ფილტვებს ტოქსინებისგან იცავს.
  8. კივი-გემრიელი კივის დახმარებით ხელს შეუწყობთ ორგანიზმის გაწმენდას, დეტოკსიკაციას და ფილტვების გაჯანსაღებას.
  9. სტაფილოს წვენი-სტაფილოს წვენი შეიცავს А, В, С, К ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმში ნიკოტინს ანადგურებენ. ნიკოტინი თქვენს კანსაც ვნებს, ხოლო სტაფილოს წვენი მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც კანისთვის ძალიან სასარგებლოები არიან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს