5 მითი მაკიაჟის შესახებ, რაზეც საუბარიც კი სასაცილოა

679

პირადი კოსმეტიკის სხვა ადამიანებთან გაზიარება რომ არ შეიძლება, ეს უდავო ფაქტია. ეს მითი არაა! თქვენი კოსმეტიკა, რომელიც თუნდაც ერთხელ სხვამ გამოიყენა, შეიძლება უბედურების წყარო გახდეს: თქვენთვის უცხო მიკროორგანიზმები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ალერგიულ რეაქციას გამოიწვევენ.

თუ საყვარელი ტუშის გამო თვალების სიწითლემ შეგაწუხათ, გაიხსენეთ – შესაძლოა, თქვენს მეგობარს ათხოვეთ. ამ მიზეზით მაღაზიის ტესტერების გამოყენება არ ღირს: წარმოდგენა არ გაქვთ, თუ მიკრობების როგორი კერაა!

ვადაგასული კოსმეტიკა არასდროს გამოიყენოთ, უცნობია, თუ როგორი ქიმიური რეაქცია მოხდა და მისი შემადგენლობა როგორ შეიცვალა. კოსმეტიკა უყურადღებო ურთიერთობას ვერ იტანს!

მითები მაკიაჟის შესახებ

  1. წამწამების ტუში ცვენას იწვევს!-წამწამების ტუში სახიფათო არაა, თუ ზემოთ ნათქვამს გაითვალისწინებთ. თქვენი კოსმეტიკა არავის მისცეთ და მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია, კარგი ვადით გამოიყენეთ.
  2. ქუთუთოების ჩრდილი – თვალის სიწითლის მიზეზი-კვლავ, პროდუქტის ვადას ყურადღება მიაქციეთ. სწორედ, ვადაგასული პროდუქტი ამ დისკომფორტის გამოვლენას იწვევს. კოსმეტიკის მოშორების დროს თვალი არასდროს გაისრისოთ. უსაფრთხო მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება გამოიყენეთ, რომელიც ლორწოვან გარსს არ აზიანებს.
  3. წითელი პომადა ყველას არ უხდება-ამ პომადის ფერი ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება. მთავარია – წითლის სწორი შეფერილობა შეარჩიოთ. ეს პომადა ხომ ყველაზე ეფექტურია.
  4. პუდრა კანს აზიანებს-გააჩნია როგორი პუდრაა! თანამედროვე პუდრა არა მხოლოდ კანის ნაკლოვანებებს კარგად ნიღბავს, არამედ მასში შემავალი მინერალური ნივთიერება აკნეს წარმოქმნას აფერხებს, ფორებს ამცირებს და ჭარბ ბზინვარებას მოგაშორებთ.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პროდუქტს შეარჩევთ და თქვენი კანის ფერთან რამდენად წარმატებულად შეხამებული იქნება.
  5. ტონალური საშუალება კანის დაბერებას ხელს უწყობს-ასე არაა. გამოცდილ მწარმოებელთან კარგი ტონალური საშუალება შეარჩიეთ და ის კანს გამოკვებავს, დაატენიანებს და თქვენი კანის აღდგენას ხელს შეუწყობს. ძილის წინ მაკიაჟის მოშორება არ დაგავიწყდეთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს