ბევრი ჩვენგანისთვის რთულია დღის დაწყება ფინჯანი ყავის გარეშე, ის ხომ ჩვენ გაღვიძებასა და გამოფხიზლებაში გვეხმარება, იწვევს ენერგიის მოზღვავებას. თუმცა, იცოდით, რა მოსდით თქვენს ორგანიზმს, როცა ყავას ყოველდღე სვამთ?
- ყავა გვაჭკვიანებს-დღეს ფინჯანი ყავითა და ტკბილეულით იწყებთ? კვლევებმა აჩვენა, რომ ეს აუმჯობესებს თქვენს შესაძლებლობებს, ეხმარება ტვინს კონცენტრირებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში. ბარსელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტვინი უფრო ეფექტურად ცხოველქმედებს, როცა კოფეინისა და გლუკოზის მოქმედების ქვეშაა.
- ყავა გვაბედნიერებს-ფინჯანი ყავა დილით ენერგიის მოზღვავებას იწვევს და გაღვიძებაში გვეხმარება. თუმცა, იცოდით, რომ ყავა გვაბედნიერებს კიდევაც? მეცნიერთა თქმით, ერთზე მეტი ფინჯანი ყავის მოხმარება დღეში ამცირებს დეპრესიის რისკს, მასში ანტიოქსიდანტების შემცველობის ხარჯზე.
- ყავა გვიცავს დიაბეტისგან-ფართობასშტაბიანი კვლევით დადგინდა, რომ ადამიანებში, რომლებიც სვამენ დღეში 7(!) ფინჯან ყავას, მცირდება დიაბეტის გაჩენის რისკი 50%-ით, მათთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ 2 ფინჯანს მიირთმევენ.
- ყავა გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისგან-იტალიელი მეცნიერები თვლიან, რომ ყავა აუცილებელია მეხსიერების შენარჩუნებისთვის. ერთი ფინჯანი ყავა დღეში აკავებს ალცჰაიმერის დაავადებას, თუმცა, თუ ძალიან დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევთ, კოგნიტური დარღვევის რისკი გაორმაგდება.მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კოფეინი არ ახდენს ალცჰაიმერისა და დემენციის პროფილაქტიკას, იგი უბრალოდ დაავადებას აკონტროლებს.
- ყავა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს-თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე ნერვიულობთ, მიირთვით დღეში 3 ფინჯანი ყავა. მეცნიერებმა შეისწავლეს კორელაცია გულის არითმიასა და კოფეინის მოხმარებას შორის 230 000 მოხალისეზე. მათ შორის, ვინც ყავას მიირთმევდა, წინა გულის ფიბრილაციის რისკი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე მათში, ვინც ყავას უფრო იშვიათად სვამდა.
- ყავა გვიცავს პარკინსონის დაავადებისგან-ცნობილია, რომ ყავა უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას პარკინსონის დაავადებისგან. ლინჩოპინგის(შვეცია) მკვლევარებმა, აგრეთვე, აღმოაჩინეს გენეტიკური ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს პარკინსონის დაავადებისგან დაცვას, განსაკუთრებით, თუ დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევთ.
- ყავა უფრო მეგობრულს გვხდის-ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. ცდების ობიექტებს ან ფინჯან ყავას, ან ცივ სასმელს ასმევდნენ მანამ, სანამ უცნობ ადამიანს გააცნობდნენ. შედეგი? ისინი, ვინც ყავას სვამდნენ, უფრო მეგობრულები იყვნენ უცნობის მიმართ, და უფრო სიამოვნებდათ ახალი ნაცნობობა.
- ყავა გვიცავს კიბოსგან-ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ყავა ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული. გარდა ამისა, ერთი კვლევით დადგინდა, რომ ქალებში, რომლებიც დღეში 4 ფინჯანზე მეტ ყავას სვამენ, 22%-ით მცირდება საშვილოსნოს კიბოს გაჩენის რისკი.
- ყავა ეხმარება ჩვენს ღვიძლს-მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს ყავა ადამიანებზე, რომლებსაც ციროზი აქვთ. საერთო ჯამში, გაერთიანდა 9 კვლევა და 430 000 მონაწილე. დასკვნა იმაში მდგომარეობდა, რომ ყავის მოყვარულები უფრო დაცული იყვნენ ციროზისგან, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ალკოჰოლს მოიხმარს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს