მეცნიერები თვლიან, რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანები ამ 4 პრინციპს მისდევენ

1193

საკუთარ ცხოვრებაში მეტი იღბლის მოზიდვა საკმაოდ იოლია!არსებობენ ადამიანები რომლებსაც სხვებზე მეტად უმართლებთ და მათ იღბლიანებს უწოდებენ. რაშია მათი საიდუმლო, ნუთუ ისინი უბრალოდ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადნენ ან იქნებ ღმერთების რჩეულები არიან?! მეცნიერები თვლიან, რომ ეს ასე არ არის.ცნობილმა ფსიქოლოგმა, ჰარტფორდშირის უნივერსიტეტის პროცფსორმა რიჩარდ ვაიზმანმა ამასთან დაკავშირებით სერიოზული კვლევა ჩაატარა. თავის ბესტსელერში “წარმატების ფაქტორი” ვაიზმანი გვიხსნის, თუ რა აქცევს ადამიანების ნაწილს იღბლიან ადამიანად.
ადამიანები იღბლიანები კეთილი ფერიას ან იღბლიანი ვარსკვლავის მეშვეობით არ ხდებიან და ყველას შეუძლია დიდი გამართლება მოიზიდოს საკუთარ ცხოვრებაში.რამდენიმე წლიანი ექპერიმენტებისა და ინტერვიუების შემდეგ, სადაც 400-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, ვაიზმანი საკმაოდ მოულოდნელ აზრამდე მივიდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი საკუთარი იღბლის შემოქმედნი თავადვე ვყოფილვართ.
მისი კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ წარმატება სულაც არ ყოფილა რაიმე ჯადოსნური ძალა, სინამდვილეში იღბლიანობა მეტწილად ჩვენს აზრებსა და მოქმედეაზეა დამოკიდებული.

კვლევამ აჩვენა, რომ იღბლიანი ადამიანები საკუთარ იღბლიანობას 4 პრინციპის მიხედვით განსაზღვრავენ:

  1.  მათ იციან არსებული შესაძლებლობების შემჩნევა და საჭიროებისამებრ მათი შექმნაც შეუძლიათ.
  2.  ისინი იღბლიან გადაწყვეტილებებს იღებენ – თავინთ ინტუიციაზე დაყრდნობით
  3. ისინი ეწყობიან პოზიტივზე და შესაბამისად “წინასწარმეტყველებაც” თვითაღსრულებადი ხდება.
  4. ისინი ფილოსოფიურად უდგებიან უსიამოვნებებს, რაც მათ ამ უსიამოვნებებისგან სარგებლის მიღებაში ეხმარებათ.

მისი რევოლუციური ნამუშევარი გვაჩვენებს, რომ ბედნიერება ყოველთვის ჩვენს ხელშია – თუ რა თქმა უნდა მზად ვართ ამ 4 პრინციპს ყურადღება მივაქციოთ.იღბლიან ადამიანებს არ ეშინიათ ახალ ადამიანებთან შეხვედრის, რადგან ახალი ადამიანები ახალ შესაძლებლობებს უდრის. ახალი შესაძლებლობები კი ძალიან კარგია.ვაიზმანი იხსენებს ექპერიმენტის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მან უნდა მოიშოროს წვეულებებსა და შეკრებებზე ერთსა და იმავე ადამიანებთან გამოლაპარაკების თვისება. ის შემდეგნაირად მოიქცა, წვეულებაზე წასვლამდე ის ირჩევდა განსაზღვრულ ფერს და მხოლოდ იმ ადამიანებს ელაპარაკებოდა რომლებსაც ამ ფერის სამოსი ეცვათ, თუნდაც ისინი სრულიად უცნობი ადამიანები ყოფილიყვნენ მისთვის.

იღბლიანი ადამიანები, ესქტრავერტები არიან და სიამოვნებას იღებენ ურთიერთობისგან. ისინი მზად არიან გაესაუბრონ ნებისმიერს.იმისთვის რომ ვაიზმანს იღბლიანი ადამიანების ეს თვისება აღმოეჩინა, ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, ეს უბრალო მოსაწყენი დავალება იყო რომელსაც ერთი შეხედვით არანაირი კავშირი არ ჰქონდა იღბალთან. მან ექსპერიმენტის მონაწილეებს გაზეთი მისცა და თხოვა გადაეფურცლათ ის და დაეთვალათ თუ რამდენი ფოტო იყო დაბეჭდილი მასში.სურათების დათვალიერებას იღბლიანებმა რამდენიმე წამი მოანდომეს, ხოლო “უიღბლოებლა” კი ორი წუთი.რატომ?!

“იმიტომ, რომ გაზეთის მეორე გვერდზე იყო წარწერა: შეწყვიტეთ თვლა, ამ გაზეთში 43 ფოტოა”. ეს წარწერა გვერდის ნახევარს იკავებდა და უზარმაზარი ასოებით იყო დაბეჭდილი, შეუძლებელი იყო მისი ვერ შემჩნევა, მაგრამ, უიღბლოებმა ვერ შეამჩნიეს – იღბლიანებმა კი პირიქით” – წერს ვაიზმანი.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის.ექპერიმენტი უფრო საინტერესო, რომ გამხდარიყო, ზუსტად გაზეთის შუაში კიდევ ერთი დიდი შეტყობინება იყო განთავსებული. მასში ეწერა “გეყოფათ თვლა, მოუყევით ექპერიმენტატორს, რომ ნახეთ ეს შეტყობინება და მიიღეთ 250$” და ისევ, უიღბლოთა ჯგუფიდან კვლავ ვერავინ შენიშნა ეს განცხადება, რადგან ძალიან იყვნენ გართულები ფოტოების ძებნით.იღბლიან ადამიანებს “კონტრფაქტუალური აზროვნება” აქვთ, ეს არის აზროვნება რომელიც ეწინააღმდეგება ფაქტებს. ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ ამ ტერმინს, მაშინ როცა ჩვენს შესაძლებლობაზე საუბრობენ – წარმოვიდგინოთ ის თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმის ნაცვლად რაც სინამდვილეში მოხდა.

იღბლიანი ადამიანების შემთვევაში, ეს ტერმინი ნიშნავს, რომ როდესაც მათ რაიმე უსიამოვნება გადახდებათ, ისინი მომხდარის ინტერპრეტირებას აკეთებენ, ისე, რომ მათ შეხედულებებში მათ გაუმართლათ.ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში ვაიზმანმა სთხოვა ექსპერიმენტის მონაწილეებს, წარმოედგინათ, რომ მის მიერ წარმოდგენილი სიტუაციებიდან რომელიმეში იმყოფებოდნენ და დააკვირდა მათ რეაქციას.ერთხელ მათ თხოვა წარმოედგინათ, რომ ისინი ბანკის ძარცვის დროს დაჭრეს.როგორ ფიქრობთ, როგორი რეაგირება ქონდათ იღბლიანებსა და უიღბლოებს? აი რა თქვა მკვლევარმა:

როგორც წესი უიღბლოები ამბობდნენ, რომ მათ საშინლად არ გაუმართლათ, რადგან ბანკში ძარცვის დროს აღმოჩნდნენ, ხოლო იღბლიანების თქმით კი ისინიიღბლიანები იყვნენ რადგან შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო.

ერთ-ერთმა იღბლიანმა განაცხადა: “ძალიან გამიმართლა რადგან შეიძლებოდა საერთოდ მოვმკვდარიყავი. გარდა ამისა დაჭრის შემდეგ შემეძლებოდა ჩემი ისტორია გაზეთებზე გამეყიდა და ცოტაოდენი ფულიც მეშოვა”.