აი, როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო სახლის პირობებში

728

ალბათ, ბევრს ჩაის სოკოს სასმელი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ახსოვს. პირადად ჩემთვის ლიმონათზე უფრო გემრიელი იყო. ამასთან ჩაის სოკო ჯანმრთელობის საწყობია. ეს ნამდვილად უნიკალური პროდუქტია, რომელიც უძველესი დროიდან ჯანმრთელობის, სილამაზის და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა. ჩაის სოკოს სასმელი ასაკის მიუხედავად როგორც ქალის, ასევე კაცის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

როგორ მოვამზადოთ ჩაის სოკო სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 0,5 ლ მდუღარე წყალი
  • 30 ნაყოფი ასკილი (შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ)
  • თერმოსი

მომზადება:

  1. ჩაის სოკოს მოსამზადებლად ნებისმიერი თერმოსი გამოდგება, როგორც მინის, ასევე საკვების ლითონის თერმოსი.
  2. თერმოსში 30 ნაყოფი ასკილი ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით (30 ნაყოფ ასკილს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 2 თვე გააჩერეთ. ამ დროის განმავლობაში თერმოსი არ გახსნათ, რომ მასში ჰაერი არ მოხვდეს.
  3. 2 თვის შემდეგ თერმოსი გახსენით, სოკო ამოიღეთ და წყალი გადაავლეთ. სოკო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მისგან სასმელს ჯერ ვერ მიიღებთ.
  4. სოკო მინის ქილაში მოათავსეთ და გრილი ჩაის ნაყენი და შაქარი დაამატეთ.
  5. ამისთვის ასეთ ხსნარს ვიყენებ: 2 ჩ/კ შავ ჩაის 1 ლ მდუღარე წყალს ვასხამ და 5 ს/კ შაქარს ვუმატებ. 1 დღე ვაყენებ და უკვე გაგრილებულ ნაყენს სოკოს ვასხამ. ჩაის სოკო ქილაში გაზარდეთ.

პირველად სოკო უკვე 10-14 დღეში მზად იქნება. სასმელს გაზიანი, ტკბილი სასმელის გემო ექნება.შემდეგ სოკო აუცილებლად გარეცხეთ, ქილაში ჩადეთ და ჩაის ახალი ნაყენი და შაქარი დაასხით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.