როგორ გავიწმინდოთ არტერიები, უბრალო ხილის მეშვეობით

1574

ეს ხილი იშემიური დაამვადებების პროგრესირებას აჩერებს.მის სემადგენლობაში ბევრი ვიტამინი, მინერალი და მიკროელემენტია, რომლებიც ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი 4 ძირითადი ვიტამინი რომელსაც ის შეიცავს: C, P, B6 და B12.
ამასთანავე, ბროწეული არაჩვეულებრივად ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ნერვულ სისტემას და სისხლის მიმოქცევას. ექიმები გვირჩევენ, რომ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ხანში შესულმა ადამიანებმა მიაქციონ რომლებსაც ოპერაციის გადატანა მოუწია.ბროწეულის რეგულარული მიღება, კუჭის კიბოს განვითარებას უშლის ხელს.

ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ბროწეულის ექსტრაქტს შეუძლია შეაჩეროს პათოლოგია რომელიც გულით სიკვდილიანობასთანაა დაკავშირებული.

  • შეამცირებს ოქსიდაციურ სტრესს
  • ამცირებს ანთებით პროცესს არტერიებში
  • ამცირებს გული სკუნთში ლიპიდების მოგროვებას
  • ამცირებს მიკროფაგების ინფილტრაციას გულის კუნთში
  • ამცირებს მონოციტურ ჰემოსტატიკურ ცილა-1-ს (CCL2 და მიოკარდის ფიბროზს).
  • ამცირებს ცვლილებებს ელექტრო კარდიოგრამაში

ბროწეულის სარგებელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი-ისევე როგორც ბევრი დეგენერატიული დაავადება, ანთებაც დიდ როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარებაში.

ამცირებს სისხლის წნევას-ბროწეულის წვენი ბუნებრივ ანგიოტენზინებს შეიცავს, რომლებსაც ფერმენტის ინჰიბიური თვისება გააჩნიათ. ის აძლიერებს აზოტის ოქსიდებს, შესაბამისად ხელს უწყობს წნევის დაწევას და ბოლოს: ბროწეულის წვენი, ამცირებს სტრესის ზემოქმედებას არტერიულ სეგმენტზე.

ანტიბაქტერიული საშუალება-არტერიებში დაგროვილი ნალექი ხშირად უკავშირდება ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს. მაგალითად С ჰეპატიტსა და Chlamydia pneumoniae-ს. ბროწეულს ანტიბაქტერიული და ვირუსების საწინააღდეგო თვისებების საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია.

ანტიოქსიდანტი-ერთ-ერთი საშუალება რომლის დახმარებითაც სისხლის ლიპიდები გულის დაავადებების მიზეზი ხდებიან – ანტიოქსიდაციური სტრესია, დადგინდა, რომ ბროწეული ამცირებს სისხლში ანტიოქსიდაციურ სტრესს, რაც სისხლის შრატში პარაოქსონაზის დონის მიხედვით იზომება.

გარდა ამისა, ბროწეული ათეროსკლეროზის დროსაც ძალიან სასარგებლოა, რადგან ხელს უშლის არტერიებში ქოლესტერინის ფორმირებას. ის ასევე შესანიშნავია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის.