დიდხანს რომ იცხოვროთ, კალციუმი გჭირდებათ

1042

რატომღაც მიიჩნევა, რომ კალციუმი ორგანიზმს მხოლოდ კბილებისა და ძვლებისთვის სჭირდება.სინამდვილეში კალციუმი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემდეგ ორგანიზმისთვის აუცილებელი მეოთხე ძირითადი ელემენტია. რატომ არის მნიშვნელოვანია კალციუმი და როგორ მივიღოთ?

კანადელმა მეცნიერმა სპეციალური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქალებს, რომლებიც დღიურად 1000 მგ-ზე მეტ კალციუმს იღებენ, ცხოვრების ხანგრძლივობა 22%-ით მეტი აქვთ.

კალციუმი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია. მისი 99% კბილების და ძვლების ფორმირებისა და მხარდაჭერისთვის გამოიყენება და მხოლოდ 1% რბილ ქსოვილებში რჩება. სწორედ ეს 1 % ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასზე დამოკიდებულია ტვინის, ნერვული სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლის, პანკრეასის და ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირება.

რამდენია საჭირო?-კალციუმი ჰორმონალური ფონის დარეგულირებას ხელს უწყობს და ნერვული სისტემის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. კალციუმის დღიური ნორმა ზრდასრულებსა და ბავშვებში 700-დან 1500 მგ-მდე მერყეობს. ამასთან ამ მიკროელემენტის მაქსიმალური რაოდენობა 6 წლამდე ბავშვებს და 50 წელს ზემოთ ადამიანებს სჭირდებათ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ქალებს ბევრი კალციუმი სჭირდებათ, რადგან ეს მინერალი ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის და რძის ფორმირებაში მონაწილეობს.

საიდან მივიღოთ?-ყველაზე მეტ კალციუმს ხმელი ყველი შეიცავს. მაგალითად, 100 გრ ყველი პარმეზანი 1300 მგ ელემენტს შეიცავს, პრაქტიკულად დღიურ ნორმას. მეორე ადგილზეა სეზამის მარცვლები – 780 მგ-ით. მესამე ადგილს იკავებს დაკონსერვებული სარდინი და რეჰანი – 380-370 მგ. არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ მიღება საკმარისი არაა. მთავარია, ათვისება.ბევრ ადვილად ათვისებად კალციუმს რძე შეიცავს, ამიტომ ის ბავშვების, მოზარდების, ორსული ქალების და ხანდაზმული ადამიანების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს. კალციუმი კარგად რომ აითვისოთ, ფოსფორი და D ვიტამინი გჭირდებათ. D ვიტამინის დღიური ნორმა დღისით 15 წუთიანი სეირნობაა, ხოლო ფოსფორის დღიურ ნორმას ხაჭოს და ზღვის თევზის ჭამით მიიღებთ.

ადვილად ათვისებადი კალციუმი შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტიდან მიიღოთ. ნებისმიერი ყველის ან ხაჭოს ნაჭერი კალციუმის გემრიელი წყარო გახდება. თევზის ჭამა საღამოს სასარგებლოა. დაკონსერვებული სარდინი მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად სასარგებლო ვახშმის შესანიშნავი კომბინაცია. დაბალანსებულ კვებაზე იზრუნეთ. ეს სილამაზის და კარგი განწყობის საფუძველია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს