სასარგებლო პროდუქტები უნაყოფობის დროს

745

წყვილებმა, რომლებიც შვილის ყოლის დიდი ხნის ნანატრ ოცნებას ვერ ისრულებენ, კვებას ყურადღება უნდა მიაქციონ. რაციონში სწორი პროდუქტების დამატებით რეპროდუქციული ფუნქციები აქტიურდება.Vivien.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო პროდუქტებს რეპროდუქციული ფუნქციების გასააქტიურებლად.

  • მამაკაცებს სპერმატოზოიდების ნორმალური მომწიფებისთვის ფრუქტოზა სჭირდებათ. ის დიდი რაოდენობით გვხვდება ციტრუსში, ყვითელ ვაშლსა და შოკოლადში.
  • ზღვის პროდუქტები სპერმატოზოიდების აქტივობას ზრდიან, რაც ჩასახვის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. განსაკუთრებით სასარგებლოა კალმარი და კიბორჩხალა. ასევე რაციონში უნდა შედიოდეს კრევეტები, რომელიც თუთიით და სელენით მდიდარია.
  • მამაკაცის სპერმის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სპილენძი, რომელიც დიდი რაოდენობით ტყის კენკრაში გვხვდება. ამ ნივთიერების შემცველობით მეორე ადგილზეა გოგრის, სეზამის და მზესუმზირას თესლი. სპილენძის დეფიციტის აღმოფხვრას ყოველდღიურად ფისტას და კეშიუს, ასევე პარკოსანი კულტურების მიღებით შეძლებთ.
  • კიდევ ერთი მამაკაცური პროდუქტია პომიდორი. ეს წითელი ბოსტნეული მდიდარია ლიკოპენით, რომელიც სპერმატოზოიდების წარმოებას აძლიერებს და საშარდე სისტემაში ანთებით პროცესებს აქრობს.
  • მამაკაცის ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდება ცილები, რომელსაც ხორცის და თევზის პროდუქტები შეიცავენ. კოფეინი სპერმატოზოიდების წარმოების დაჩქარებაში დაგეხმარებათ.
  • სწორი კვება ქალებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია ფოსფორით. ფოსფორი კვერცხუჯრედების მომწიფების პროცესს ხელს უწყობს. ამ ელემენტის მთავარი წყაროა ცხიმიანი სახეობის ზღვის თევზი.
  • საშვილოსნოს აქტივობის სტიმულირებაში, მენსტრუაციული ციკლის აღდგენასა და კრიტიკული დღეების შემსუბუქებაში U ჯგუფის ვიტამინები დაგეხმარებათ. ისინი თეთრ კომბოსტოში დიდი რაოდენობით გვხვდება.
  • ასევე რაციონში მნიშვნელოვანია შედიოდეს მაგნიუმი, ასკორბინის მჟავა, E და B ვიტამინები, რომელსაც კაკალი და თესლი შეიცავს, ყავისფერი ბრინჯი, შვრიის ფანტელები, ციტრუსი და ლობიო.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორივე პარტნიორის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს. ესაა რძე, ჩირი და ახალი ბოსტნეული. დამატების სახით მიიღეთ სელის, სეზამის, გოგრის და სიმინდის ზეთი. მიიღეთ დამოუკიდებლად ან კერძების მოსართავად. მენიუში ჩართეთ უცხიმო ხორცი, შაქარი თაფლით ჩაანაცვლეთ. ჩაის და ყავის ნაცვლად კომპოტი და ახალი წვენი დალიეთ. კერძი მწვანილით და სანელებლებით გაამდიდრეთ. შარდსასქესო სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა რეჰანი, ანისული, კოჭა და ზაფრანა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს