ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე უამრავი ნივთიერება ილექება, რის გამოც სისხლძარღვები ელასტიურობას კარგავენ და ცუდად მუშაობენ. ამის გამო, განწყობა უარესდება და მრავალი სერიოზული სამედიცინო პრობლემა ჩნდება. საბედნიეროდ, სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. Vivien.ge-ს რედაქცია მარტივ და ხელმისაწვდომ შინაურულ მეთოდებს გთავაზობთ.
რეცეპტი 1
თანაბარი პროპორციებით (120 გ) აურიეთ არყის კვირტები, გვირილა, კრაზანა და უკვდავა. 1 კოვზ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ნაყენი ფინჯანში გადაასხით და 1 კოვზი თაფლი დაუმატეთ. ღამით დალიეთ. დარჩენილი ნაყენი დილით შეათბეთ, თაფლი დაუმატეთ და საუზმობამდე დალიეთ. კურსი მცენარეული ნარევის დამთავრებამდე გააგრძელეთ.
მნიშვნელოვანია! მეთოდის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. ასეთი სამკურნალო პროცედურით სისხლძარღვები მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ გაიწმინდეთ.
რეცეპტი 2
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა კამის თესლი
- 2 კოვზი დაქუცმაცებული კატაბალახას ფესვი
- 2 ჭიქა თხელი ფუტკრის თაფლი
ინგრედიენტები თერმოსში აურიეთ, დააყენეთ და თითო კოვზი დღეში 3–ჯერ მიიღეთ.
რეცეპტი 3
მუსკატის კაკლის ნაყენი სისხლძარღვების გასაწმენდად შესანიშნავი საშუალებაა. მუსკატის კაკალი ხორცსაკეპ მანქანაში ან ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ და არაყი დაასხით. პროპორციები ასეთია: 200 გრ კაკალი 1 ლიტრ ალკოჰოლზე. ნარევი 2 კვირა დააყენეთ, შემდეგ კარგად გადაწურეთ. მიღებამდე 1:3 პროპორციით გააზავეთ. 1 მიღების დოზა – 20 წვეთი გაზავებული ნაყენი.
რეცეპტი 4
ამ ნაყენისთვის დაგჭირდებათ:
- 5 ნაწილი ახალი ასკილი
- 2 ნაწილი ჭინჭარი
- 2 ნაწილი შავი მოცხარის ფოთლები
- 1 ნაწილი მარწყვის ფოთლები
დაქუცმაცებული მცენარეები აურიეთ. 4 კოვზ ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დააყენეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და თითო ჭიქა დილა–საღამოს დალიეთ. უშუალოდ გამოყენების წინ 1 ჭიქა ნაყენს 1 კოვზი ნატურალური თაფლი დაუმატეთ.
რეცეპტი 5
სისხლძარღვების ეფექტურად გასაწმენდად აიღეთ ასეთი ინგრედიენტები:
- 1 კონა ახალ მოკრეფილი ბაბუაწვერას ფოთლები
- 2 დაქუცმაცებული ნიგოზი
- 1 კოვზი მზესუმზირას ზეთი
ფოთლები ცოტა ხნით მარილიან წყალში გააჩერეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ, კაკალი და ზეთი აურიეთ. შემადგენლობა ზომიერი რაოდენობით რეგულარულად მიიღეთ.