მარტივი რეცეპტი ქოლესტერინის შესამცირებლად და კვების რეკომენდაციები

1442

ქოლესტერინის მაღალი დონე ხშირად გულ–სისხლძარღვთა სისტემის სახიფათო დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება.

პირველ რიგში, შემდეგი სიმპტომების გამოვლენამ უნდა შეგაშფოთოთ:

  • ყურებში შუილი;
  • რეგულარული თავის ტკივილი;
  • სისხლძარღვოვანი “ვარსკვლავები”
  • სანელებლებიანი კერძის (წიწაკა, ნიორი და ა.შ.) ჭამის შემდეგ უსიამოვნო გემო;

ამ შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ და ქოლესტერინის დონე სრულად გამოიკვლიოთ. ექიმი აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალურ მკურნალობას დაგინიშნავთ. დამხმარე საშუალების სახით კი შეგიძლიათ მარტივი შინაურული მეთოდები გამოიყენოთ, რომელთაც Vivien.ge–ს რედაქცია გთავაზობთ. პირველ რიგში, რაციონს ყურადღება მიაქციეთ. ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ პროდუქტებს:

  • ჭარხალი ნიორთან ერთად;
  • ქათმის ხორცი ან კურდღლის ხორცი;
  • უცხიმო თევზი;
  • წყალი ლიმონის წვენით;

ნაყენი ქოლესტერინის შესამცირებლად

4 თავი ნიორი და 1 ლიმონი დააქუცმაცეთ და თბილი წყალი დაუმატეთ. თბილ და ბნელ ადგილას 3 დღე დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მცირე დოზებით (დღეში 10 მლ) დალიეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს