მტკივნეულ სახსრებში უსიამოვნო შეგრძნებების შემცირებას მარტივი და იაფი შინაურული რეცეპტებით შეძლებთ. Vivien.ge-ს რედაქცია რამდენიმე ეფექტურ ხალხურ საშუალებას გთავაზობთ, რომელთა დახმარებით მუხლის ტკივილი დაგავიწყდებათ.
პირშუშხას ფოთლები
ერთი ფოთოლი აიღეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ და მტკივნეულ სახსარზე რამდენიმე საათით გააჩერეთ. ასეთი პროცედურა მარილებს ეფექტურად იწოვს და ტკივილი მცირდება. სრული კურსი მინიმუმ 1 კვირა უნდა გაგრძელდეს.
საპნის კომპრესი
ასეთი კომპრესი სახსრის დაზიანების დროს დაგეხმარებათ. მარლა დიასახლისის საპნის ხსნარში დაასველეთ, მტკივნეულ ადგილას დაიდეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.
დენატურატი + ნავთი
ორივე ნივთიერება მინის ჭურჭელში თანაბარი პროპორციით აურიეთ. 3 ღერო ცხარე წიწაკა დაუმატეთ, ქილას დააფარეთ და 1 თვე ბნელ ადგილას გააჩერეთ. მიღებული საშუალება დღეში 2–ჯერ შეიზილეთ. ყოველი შეზელვის შემდეგ ბეწვის ქსოვილით შეიხვიეთ. კურსი მტკივნეული სიმპტომების გაქრობამდე გააგრძელეთ.
მნიშვნელოვანია! ყოველი გამოყენების წინ შემადგენლობა შეანჟღრიეთ.
ქაფური და სპირტი
100 გრ სპირტი 50 გრ ქაფურში გააზავეთ. ამის შემდეგ 50 გრ მდოგვი დაუმატეთ. ამ ნარევს 100 გრ ათქვეფილი ცილა დაუმატეთ. მიღებული საშუალება ღამით მტკივნეულ სახსრებზე წაისვით.
ღორის ქონი
ამ პროდუქტიდან კომპრესის მომზადება ძალიან მარტივია. ღორის ქონის პატარა ნაჭერი პრობლემურ ადგილას დაიფიქსირეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით სახვევი მოიხსენით, საღამოს ღორის ქონის ახალი ნაჭერი გამოიყენეთ. ეფექტის მისაღწევად 5 სეანსი საკმარისია. ღორის ქონი მარილის გამოღების უნარს ფლობს, ამიტომ ტკივილი გაქრება.
ამიაკზე დაფუძნებული საშუალება
შინაურული მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 12 კოვზი ამიაკი
- 3 კოვზი წყალი
- 1 ჩ/კ თაფლი
- ჭვავის ფქვილი
კომპონენტები აურიეთ და კვერები გააკეთეთ. მიღებული კომპრესი მტკივნეულ სახსარზე დაიდეთ და თბილი ქსოვილით შეიფუთეთ.
კვერცხი ძმრით
2 უმ კვერცხს 2 კოვზი ძმარი დაუმატეთ და შეანჟღრიეთ. მზა შემადგენლობით ჩვარი გაჟღინთეთ და კომპრესი გაიკეთეთ. ზემოდან ბეწვის ქსოვილი შემოიხვიეთ.