ვიშორებთ ფეხზე ძვლოვან წანაზარდს ოპერაციის გარეშე

1544

ფეხზე ძვლოვანი წანაზარდი ცხოვრების ხარისხზე ძლიერ გავლენას ახდენს. მის გამო ფეხსაცმლის შერჩევა რთულია, ხოლო სიარული მუდმივ ტკივილს უკავშირდება. გარდა ამისა, მზარდი კოპი ტერფს აუშნოებს და ზაფხულში ღია ფეხსაცმლის ჩაცმა უხერხული ხდება.

ასეთი პრობლემით ცხოვრება ძალიან რთულია, ხოლო ქირურგის გამოყენებას ყველა ვერ ბედავს. სწორედ ამიტომ, Vivien.ge–ს რედაქცია გირჩევთ, ჯერ გამოცდილი ხალხური მეთოდები გამოიყენოთ.

მეთოდი 1: დაგროვებულ მარილებთან ბრძოლა

ჭარბი მარილებისგან ორგანიზმის გაწმენდაში დაფნის ნახარში დაგეხმარებათ. 1 კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1,5 ჭიქა წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით ხარშეთ. მიღებული ნახარში თერმოსში ჩაასხით და მეორე დღემდე დააყენეთ. შემადგენლობა არა მთლიანად, არამედ დღის განმავლობაში პატარა ყლუპებად დალიეთ. 1 კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. ყოველი დღისთვის ყოველ საღამოს ახალი ნახარში მოამზადეთ. რეკომენდებულია 2 კურსის ჩატარება ერთკვირიანი შესვენებებით.

მეთოდი 2: დაფნის კომპრომისი

დაგჭირდებათ:

  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 100 მლ არაყი

ფოთლებს არაყი დაასხით და 7 დღე დააყენეთ. დრო და დრო შემადგენლობა შეანჟღრიეთ. პროცედურა ასე ჩაიტარეთ:

  1. სოდიან წყალში ფეხები დაიორთქლეთ.
  2. მარლა დაფნის ნაყენში ჩაალბეთ და ძვლოვან წანაზარდზე დაიდეთ.
  3. წინდები ჩამოიცვით და დაიძინეთ.

მეთოდი 3: ასპირინი + იოდი

5 დაქუცმაცებული აბი ასპირინი 10 მლ იოდს აურიეთ. ასე ეფექტურ სამკურნალო საშუალებას მიიღებთ, რომელიც ამობურცულ ადგილას უნდა წაისვათ.

მეთოდი 4: იოდის ბადე

ფეხის აბაზანის შემდეგ ძვლოვან წანაზარდზე იოდის ბადე გაიკეთეთ. ასე ანთებას და ტკივილს მოიშორებთ.

მეთოდი 5: იოდი + ლიმონი

ახალგაწურული ლიმონი და იოდი თანაბარი პროპორციით აურიეთ და მიღებული ნარევით ძვლოვანი წანაზარდი დაიმუშავეთ. ასეთი შემადგენლობა ქუსლის დეზის დროსაც ეფექტურია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს