4 მარტივი სავარჯიშო, რომლებიც აუმჯობესებს ქალურ ჯანმრთელობას

906

ეს სავარჯიშოები აამოქმედებს კუნთების სიღრმეებს და ასტიმულირებს მცირე მენჯის ორგანოებისთვის სისხლის მიწოდებას.ჩართეთ ისინი ჩვეულებრივ რუტინაში და არამხოლოდ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ, არამედ გააცოცხლებთ თქვენს ინტიმურ ცხოვრებას. შეასრულეთ თითოეული სავარჯიშო არანაკლებ 30 წამის განმავლობაში და დარ დაგავიწყდეთ სწორად სუნთქვა.

1. ფეხის თითებზე შეხება:წამოწიეთ ხელები და მხრები, შეზნიქეთ მუცელი მაქსიმალურად. ნახეთ, რამდენად დიდხანს და მაღლა შეგიძლიათ სხეულის გაჩერება, შემდეგ კი დაიხარეთ წინ და შეეხეთ თქვენი ფეხის თითებს. ეს სავარჯიშო წელავს თეძოებს და ადუნებს წელს. გაჩერდით ამ მდგომარეობაში და ოდნავ გააქანეთ თავი, თითქოს “არა-ს” ამბობთ, შემდეგ კი “კი-ს”, რამდენჯერმე დაატრიალეთ ხელები, სანამ ნელ-ნელა არ დაუბრუნდებით საწყის პოზიციას.

2. მუხლების რწევა:დაწექით ზურგზე, წამოწიეთ ფეხები და მოხარეთ მუხლში. დახუჭეთ თვალები მოსადუნებლად, შემდეგ დახარეთ მუხლები მარჯვნივ, ისევ ცენტრში და – მარცხნივ. ეს მარტივი სავარჯიში ადუნებს წელს და ხსნის სტრესს.

3. პეპელა:დაწექით ზურზე, მოათავსეთ ფეხის ძირები ერთად და დაუშვით მუხლები გვერდებზე. რაც უფრო ახლოს მიიტანთ ტერფებს თეძოებთან, მით უფრო გაწელავთ ფეხების შიდა კუნთებს. შეგიძლიათ, ხელები დაიხმაროთ.

4. უკუღმა შპაგატი:წამოწიეთ ფეხები პერპენდიკულარულად და გაშალეთ ხელები განზე. თანდათან გადაშალეთ ფეხები. დარწმუნდით, რომ იქეთ-აქეთ არ ქანაობთ. თუ დამატებითი დახმარება გჭირდებათ ამ სავარჯიშოსთვის, დაეყრდენით კედელს ან შეასრულეთ სავარჯიშო ჯდომით.