როგორ უნდა მოიქცეთ თუ 1 კვირაში 8 კილოგრამის დაკლება გსურთ

843

გახდომის ყველაზე სწრაფი საშუალება გსურთ? მაშინ საჭირო ადგილას მოხვდით. ამ სტატიაში General Motors-ის მიერ შემუშავებულ დიეტას გაგაცნობთ, რომელიც ამ კომპანიამ იმისთვის შეიმუშავა, რომ თავის თანამშრომლებს წონის კლებაში დახმარებოდა. თუ ამ დიეტის წესებს სრულად შეასრულებთ, 1 კვირის განმავლობაში 8 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ.

წესი პირველი: არასდროს დაუშვათ ამ დიეტის რაციონში შემავალი საკების გარდა სხვა საკვების მიღება.

დღეში ერთხელ დანაყრება გახდომაში ნამდვილად არ დაგეხმარებათ, ეს უბრალოდ თქვენს ორგანიზმს დაასუსტებს და მწყობრიდან გამოიყვანს.

წესი მეორე: დიეტის დღეებში შიმშილის გრძნობა არ უნდა გაწუხებდეთ. როგორც კი მოგშივდებათ – დაუყოვნებლივ მიირთვით რამე!

დღე პირველი-ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დრეა თქვენს პროგრამაში. ამიტომ საჭიროა მთლიანად ხილს მივუძღვნათ. მიირთვით ყველა ხილი, რომელიც მოგწონთ.მთავარია – რაციონიდან გამორიცხოთ ბანანი და ყველა სხვა პროდუქტი, მათ შორის ბოსტნეულიც. გახსოვდეთ, ამგავრი დიეტის დროს საუკეტესოა საზამთროსა და ნესვის გამოყენება.ამ დღეს 8-12 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.თუ პროცესში შიმშილს იგრძნობთ, პორცია გაზარდეთ. გააკეთეთ ასორტი. შიმშილობა კატეგორიულად აკრძალულია.

მეორე დღე-ეს დღე ბოსტნეულს მიუძღვნით. აირჩიეთ ის ბოსტნეული რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ. შეგიძლიათ მოხარშოთ ან თუნდაც უმად შეჭამოთ. უბრალოდ ხარშვის დროს მარილი და ზეთი არ გამოიყენოთ.ამ დღეს შეგიძლიათ 1 პორცია მოხარშული კარტოფილი მიირთვათ. ეს უსაფრთხო იქნება. შეგიძლიათ უხვად მიირთვათ სტაფილო, ბროკოლი, კიტრი, გოგრა, სალათი, კომბოსტო, ბადრიჯანი.თუ სწორად მოიქცევით, დღის განმავლოაბაში რამდენჯერმე მოგიწევთ საპირფარეშოში შესვლა, ეს თქვენი საკვები მომნელებელი სისტემის “კაპიტალური რემონტისთვის” აუცილებელია. არ დაგავიწყდეთ დღეში 8-12 ჭიქა წყალის დალევა.

დღე სამი-ეს დღე ხილ-ბოსტნეულის დღედ ითვლება. შეგიძლიათ ნებისმიერი ხილ- ბოსტნეული მიიირთვათ, გარდა კარტოფილისა და ბანანისა. მთავარი ხილი და ბოსტნეული არ შეურიოთ. მაგალიტად დილით ხილის ასორტი მიირთვით, სადილად ბოსტნეულის სალათი სანელებლების გაეშე და ვახშმად კი რამდენიმე განსხვავებული ხილის ასორტი მოიმზადეთ.8-12 ჭიქა წყლის დალევა არც ამ დღეს დაგავიწყდეთ.

დღე ოთხი-ამ დღეს ბანანისა და რძის პროდუქტების დიეტა გვაქვს. დღეში 8 – 10 ბანანი უნდა მიირთვათ და 3 ჭიქა რძე უნდა დალიოთ. მეტი არაფრის ჭამა შეიძლება.შეიძება მოგეჩვენოთ, რომ ეს “მშიერი დრე” იქნება, მაგრამ გაგიკვირდებათ თუ რამდენად კარგად იგრძნობთ თავს საღამოს. მთავარია გახსოვდეთ, რომ ამ დღეს საჭიროა მინიმუმ 4-ჯერ ჭამოთ. რძე საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მიირთვათ.

დღე ხუთი-თუ პომიდორი გიყვართ, ეს დღე თქვენთვის ნამდვილი მისწრებაა. სადილად ჭიქა ბრინჯი მიირთვით, საუზმესა და ვახშამზე ჯამში 6 – 7 დიდი ზომის პომიდორი მიირთვით.ორგანიზმი ამ დღეს ბევრ შარდმჟავას გამოიმუშავებს, ამიტომ 12 – 15 ჭიქა წყალი უნდ ადალიოთ.

დღე ექვსი-შუადღეს ჭიქა ბრინჯი მიირთვით. დანარჩენ დროს კი მცენარეული რაციონი გამოიყენეთ, ანუ ხილ-ბოსტნეული მიირთვით. ბევრის მოთბენა არ დაგჭირდებათ: ამ პერიოდიში უკვე მიჩვეული იქნებით ამგვარ რაციონს.

დღე შვიდი-ეს დიეტის ბოლო დღეა. ამ დრეს დიდი ჯამით ბრინჯის და ბოსტნეულის მირთმევა შეგიძლიათ. ხილის ჭამა ამ დღეს არ შეიძლება, თუმცა შეგიძლიათ ხილის წვენები მიირთვათ – იგულისმება ახალგამოწურული წვენი.

გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის გამოყენება თვეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს