როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები

920

ცხოვრების თანამედროვე რითმი, სწრაფი კვება და დაბინძურებული ჰაერი ორგანიზმსაც აბინძურებს. შედეგად ადამიენს კუჭთან, ღვიძლთან და ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდება. ეწყება თავის ტკივილები, გამონაყარი, ქრონიკული დაღლილობა და აპათიაც კი.ორგანიზმის აღდგენისა და საკვების მონელების პროცესის გაუმჯობესბისთვის, “გენერალური დალაგების” მოწყობა ჩვენს ორგანიზმსაც ჭირდება. არსებობს ერთი სასმელი, რომელიც არა მხოლოდ ტოქსინებს აშორებს, არამედ საკვების მომნელებელ ტრაქტში ბალანსს ინარცუნებს. ეს სასმელი სულ 2 კომპონენტისგან შედგება: თაფლისა და ძმრისგან.თაფლის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია. ვაშლის ძმრის გამოყენება კი პოპულარული ბოლო დროს გახდა. ის ძალიან პოპულარულია მათ შორის, ვინც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ნატურალურ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.ამერიკულ ჟურნალში “Food Science” გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც მეცნიერები ირწმუნებიან ძმრის გამოყენების სარგებლიანობაზე. ეს პროდუქტი დიაბეტს ებრძვის, აქვს პარაზიტებისა და მიკობების საწინააღმდეგო მოქმედება. გვეხმარება გახდომაში, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და ა.შ.

ძმრის სასარგებლო თვისებები მის ნალექში იმალება. ის აცეტობაქტერიებს შეიცავს, რომლებიც ჟანგბადთან რეაქციაში შედიან და დაძმარების პროცესს აძლიერებენ. ამ სასარგებლო ბაქტერიებს ნაწლავიდან მავნე ნივთიერებების გამოყვანა შეუძლიათ.

ნაწლავის გამწმენდი სასმელის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩაის კოვზი 9%-იანი ძმარი
  • 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი

მომზადების წესი:

ძმრის ბოთლი შეანჯღრიეთ. ძმარი თაფლს შეურიეთ. ჭიქით თბილი წყალი დაუმატეთ. ურიეთ სანამ თაფლი ბოლომდე არ გაიხსნება.

საშუალება ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 1 კვირა გრძელდება. შემდეგ ხანგრძლივი შესვენება უნდა გააკეთოთ. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ზოგჯერ ნაწლავის გასუფთავება სახლის პირობებშიც შესაძლებელია,ა მიტომ ამ შესანიშნავ მეთოდზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს