7 ფაქტი გულის შეტევის შესახებ, რაც მანამ უნდა იცოდეთ, სანამ მოხდება

796

ტრადიციულად, ინფარქტი და გულის შეტევა „მამაკაცურ“ დაავადებებად ითვლება, თუმცა ეს პრობლემები ქალებსაც აწუხებთ. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ქალებში დაავადებას განსხვავებული სიმპტომები აქვთ, დიაგნოზის დასმა უფრო გვიან ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმი მოახლოებული ინფარქტის ნიშნებს ვერც ცნობს, სანამ ინფარქტი არ მოხდება. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების ცოდნა და ოდნავი ეჭვის შემთხვევაში ექიმთან კონსულტანცია. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს გულის შეტევის შესახებ, რომელთა ცოდნაც ამ უსიამოვნებასთან შეჯახებისას მნიშვნელოვანია.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ერთადერთი სწორი პასუხი: რაც შეიძლება ადრე. სავარაუდოდ, იცით გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული ნიშნები: გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, დისკომფორტი გულმკერდის ცენტრში, რომელიც ტკივილს ხელს ან ზურგს გადასცემს. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ გულის შეტევის სიმპტომები შეიძლება იყოს ტკივილი კუჭის არეში (გასტრიტის მსგავსი), ყბის, კისრის ან მხრების ტკივილი, ასევე შფოთვის გრძნობა ან შიში. ამა თუ იმ სიმპტომის გადასვლას არ დაელოდოთ და მით უმეტეს, აბებით ტკივილის გაყუჩება არ სცადოთ – დაუყონებლივ ექიმი გამოიძახეთ. გახსოვდეთ, რომ გულის შეტევის დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.

გულის შეტევის დროს მკერდში ტკივილი აუცილებლად იგრძნობა?

არა. ეს ყველაზე გავრცელებული, მაგრამ არა აუცილებელი გულის შეტევის ნიშანია. უფრო მეტიც, ქალებში გულის შეტევა მკერდში მწვავე ტკივილის გარეშე, მხოლოდ დისკომფორტის ან მსუბუქი ტკივილის შეგრძნებით მიმდინარეობს.

შეიძლება თუ არა ინფარქტი გადავიტანოთ და ამის შესახებ არ ვიცოდეთ?

სამწუხაროდ, დიახ. თქვენ რისკის ჯგუფში ხართ, თუ გაქვთ დიაბეტი. თუმცა „ჩუმი“ ინფარქტი შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. ასეთი ინფარქტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია – გულისრევა, ქოშინი ან სისუსტე. თუ იცით, რომ თქვენი გული ჯანმრთელად არაა, მსგავს სიმპტომებს ყურადღება უნდა მიაქციოთ და ექიმს მიმართოთ.

გულის შეტევის დაწყების დრო დღის მონაკვეთზე დამოკიდებულია?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დიახ. სტატისტიკის თანახმად, დილის 6 საათიდან შუადღემდე გულის შეტევა 40%–ით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. ამავე დროს, გულის დაავადებებით გარდაცვალების სიხშირე 29%–ით იზრდება.

როგორ უნდა მოვიქცეთ გულის შეტევაზე ეჭვის დროს?

პირველ რიგში, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. შემდეგ – დამშვიდება სცადეთ, დაწექით ან დაჯექით ისე, რომ ზურგმა და წელმა მხარდაჭერა მიიღოს, 1 აბი ასპირინი დალიეთ, ნელ–ნელა დაღეჭეთ. თუ მარტო ხართ, შეამოწმეთ კარი დაკეტილი ხომ არაა, მეზობელს, ნათესავს ან მეგობრებს დაურეკეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეჭამოთ და არ დალიოთ.

შეიძლება თუ არა ვარჯიში გულის შეტევის შემდეგ?

ფიზიკური ვარჯიში არა თუ შეიძლება, არამედ სავალდებულოა: ასე განმეორებითი შეტევის რისკს არსებითად შეამცირებთ და არტერიებს გააძლიერებთ. შესაფერისი დატვირთვა უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, ძუნძულით სირბილი, ცურვა, ველოსიპედის ტარება ან ჩქარი სიარული. რა თქმა უნდა, ვარჯიში მხოლოდ ექიმის ნებართვის შემდეგ უნდა დაიწყოთ.

სექსი?

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი ზომიერი ფიზიკური ვარჯიშის ნებას მოგცემთ. როგორც წესი, ეს შეტევიდან 2-3 კვირაში ხდება, მაგრამ ექიმს აუცილებლად შეატყობინეთ, თუ სექსის დროს გულისცემის გახშირებას ან მკერდში ტკივილს გრძნობთ.