8 შეცდომა რომელსაც თავის დაბანისას უშვებთ

1205

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თავის არასწორად დაბანა ძალიან ხშირი შემთხვევაა. ყველა გოგონას სურს, რომ თმა მუდმივად უნაკლოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს მათ მოვლაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქს იკეთებთ თუ არა ნიღბებს, დროულად იჭრით თუ არა ბოლოებს და იყებეთ თუ არა ხარისხიან თავის მოვლის საშუალებებს. ამას ყველა აქცევს ყურადრებას. თმის დაბანის წესს კი ყურადღებას რატომღაც არავინ აქცევს.

  • შეცდომა 1: თმას პირსხოცით იშრობთ-იმედი უნდა გაგცრუოთ და გითხრათ, რომ ეს თმის სრუქტურას აფუჭებს. აჯობებს პირსახოცი თმაზე შემოიხვიოთ და სითხის შეწოვა აცადოთ.
  • შეცდომა 2: ზედმეტ შამპუნს იყენებთ-მეტი – არ ნიშნავს უკეთესს. ეს განსაკუთრებით შამპუნსა და კონდიციონერს ეხება. შამპუნის რაოდენობა იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ თუ რამდენად ხშირად იბანთ თავს. თუ თმას ყოვედღიურად იბანთ მაშინ ორჯერ გაქაფვა საჭირო არ არის. ორჯერ გაქაფვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ თავხ კვირაში მხოლოდ ორჯერ იბანთ.
  • შეცდომა 3: თამას ზედმეტად აგრესიულად იბანთ-თმების “ხეხვა” მათი დაზიანებისა და ცვენის გახშირებისთვის უპირველესი ხერხია. ყველა ქმედება ძალიან რბილი და მოზომილი უნდა იყოს.
  • შეცდომა 4: ძალიან ჩქარობთ-ცუდად იბანთ თმის ძირებს. გაითვალისწინეთ, რომ ყველა პრობლემა თმის ძირებიდან იწყება. მოვლილი თმის ოქროს წესია: კარგად დაბანილი ფესვების ზონა და მათზე დატანილი ბალზამი.
  • შეცდომა 5: საერთოდ არ იყენებთ კონდიციონერს-სულ ტყუილად! ბალზამი არა მხოლო თმის рН-ის დონეს არეგულირებს, არამედ მათ ბზინვარებას მატებს და უფრო ბარხატისებურს ხდის. ერთადერთი ეშმაკობა – კონდიციონერი თმის სიგრძეზე და ბოლოებზე უნდა დაიტანოთ და არა თმის ძირებში.
  • შეცდომა 6: იშვიათად იბანთ თმას-ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ზოგმა თმა შეიძლება მთელი კვირა არ დაიბანოს და შესანიშნავად გამოიყურებოდეს, ზოგს კი ყოველ 1-2 დღეში უწევს დაბანა. ამიტომ დააკვირდით რადმენად ცხიმიანი თმა გაქვთ, რადგან მშრალი თმის ხშირი დაბანა ისეთივე მავნეა როგორც ცხიმიანი თმის იშვიათად დაბანა.
  • შეცდომა 7: თავს ძალიან ცხელი წყლით იბანთ-ცხელი წყალი – ჯანმრთელი თმის უპირველესი მტერია. ის აშრობს ძირებს და თმას. დაიბანეთ თბილი წყლით და ბოლოს ცივი წყალი გადაივლეთ.
  • შეცდომა 8: თამას მუდმივად ფენით იშრობთ-ფენით შრობა რა თქმა უნდა ძალიან მოსახერხებელია. მაგრამ როდესაც თმა ძალიან სველია აჯობებს ის ჯერ პირსახოცით ან ბუნებრივად გააშროთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიხმაროთ ფენი.

როგორც ხედავთ, ძალიან მარტივი საკითხებია რომლებთან მიმართებაშიც თქვენი დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ და თქვენი თმის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს