ფორმაში ჩადგომა და ორგანიზმის გაწმენდა დეტოქს პროგრამების გარეშეც შეიძლება. ორგანიზმის გასაწმენდად და გასაჯანსაღებლად საკმარისია რამდენიმე მნიშვნელოვან წესს მიყვეთ.
- მიირთვით ნაკლები შაქარი-შეამცირეთ თაფლის და შაქრის შემცვლელის მოხმარებაც. თუ ტკბილეულის მირთმევა მოგინდებათ, შოკოლადი და ხილი გამოიყენეთ. ყავასა და ცომეულში შეგიძლიათ დარიჩინი ჩაამატოთ.
- სვით წყალი-ბევრს არ უყვარს წყალი, მაგრამ მისი მიღება ნამდვილად მნიშვნელოვანია. დილა ნახევარი ლიმონის წვენით გაზავებული ჭიქა წყლით დაიწყეთ, ამავდროულად ღვიძლსაც გაიწმენდთ.
- დაკავდით სპორტით-რეგულარული სავარჯიშოები – ჯანსაღი დეტოქსის ფორმაა, რომლის წყალობითაც სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია უმჯობესდება. თუ სპორტით სრულფასოვნად დაკავების საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ კიბეზე მაინც იაროთ, შეისწავლეთ იოგის რამდენიმე პოზა და იარეთ ფეხით.
- მიირთვით ჩაი-ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ორგანიზმს სითხით გაამდიდრებს.
- მიირთვით ხილი და ბოსტნეული-ისინი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის წმენდისთვის. შეგიძლიათ მთელმარცვლოვანი პროდუქტები, თხილეული და პარკოსნებიც მიირთვათ, მზა საკვებს კი აჯობებს თავი მოარიდეოთ.
- იარეთ აბანოში-ორთქლში, ოფლთან ერთად ყველაფერი ზედმეტი გამოვა. შეგიძლიათ ფინურ ან ინფრაწითელ საუნაშიც იაროთ, აირჩიეთ ის რაც მეტად მოგწონთ.
- შეიძინეთ შხაპის ჯაგრისი-კანის სპეციალური ჯაგრისით ხეხვა სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს და ტოქსინებიც გამოყავთ.
- მოაწესრიგეთ ძილი-ჯანმრთელი ძილი ისევე მნიშვნელოანია როგორც ვარჯიში და დიეტა. ეცადეთ დაინებამდე 2 საათით ადრე ელექტრო მოწყობილებების გამოყენებაზე უარი თქვათ, დაწვეთ ერთსა და იმავე დროს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს