ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი დედის ჩანაწერებს, სადაც მგონი მთელი საბჭოური სიბრძნეა შეგროვებული. თითქმის ბოლოსკენ ჟურნალის ამონაჭერი ვიპოვე, არ ვიცი „რაბოტნიცას“ თუ „კრესტიანკას“ ჟურნალიდან. აქ აღწერილი იყო სახის პილინგი ლიუბოვ პოლიშუკის რეცეპტით. ამაზე მარტივი არაფერია: მანანის ბურღული და ნაღები. რა თქმა უნდა, მისი გამოყენება გადავწყვიტე.
ყველა ინგრედიენტი ხელთ მქონდა. საღამოს დავიბანე, პროდუქტები შევურიე და სკრაბირება დავიწყე. ერთი–ორი, ჩამოვიბანე და სარკეში ჩავიხედე. პირველ გამოყენებაზე აშკარა შედეგი ვერ დავინახე, მაგრამ კანი უფრო სუფთად და ჯანსაღად გამოიყურებოდა. აი, შინაურული პილინგის რამდენიმე გამოყენების შემდეგ გაუმჯობესება სახეზე იყოს. გიზიარებთ აღმოჩენას!
პილინგი–სკრაბი საბჭოური რეცეპტით
- მანანის ბურღული და ნაღები ისე აურიეთ, რომ სქელი ფაფა მიიღოთ.
- დაუყონებლივ სახეზე წაისვით, სანამ მანანის ბურღული არ გასივებულა.
- ნაზი მასაჟური მოძრაობით კანი რამდენიმე წუთით დაისკრაბეთ.
- თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პირსახოცით შეიმშრალეთ.
სახლის პირობებში მომზადებული პილინგი მშრალი კანის მფლობელებს გამოადგებათ. თუ თქვენი კანი მჟავების მიმართ უფრო მიჩვეულია, ნაღები სხვა რძისმჟავე პროდუქტით ჩაანაცვლეთ: არაჟანი, კეფირი, მაწონი. ასევე გამოდგება ხილის, კენკრის ან ბოსტნეულის წვენი.
ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ პილინგი სახლის პირობებში ნატურალური ინგრედიენტებისგან. ეს კორეული საშუალებების შესანიშნავი ანალოგია. ამასთან არაფრის ყიდვა არ გიწევთ: ყველა ინგრედიენტი უკვე სამზარეულოში გვაქვს.