ნივთები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიზიდავს, ჩვენზე ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. ჩვენს ქვეცნობიერს ძალიან იდუმალი ბუნება აქვს და ამას რაც უფრო სწრაფად მივხვდებით, მით უკეთესი.სურათს სწრაფად თვალი გადაავლეთ და აირჩიეთ თვალი, რომელმაც თქვენი ყურადღება სხვებზე უფრო მეტად მიიზიდა. ამ თვალის დახმარებით ქვეცნობიერი გარკვეული შეტყობინების გადმოცემას ცდილობს.
თვალი წარმოდგენილია რიგითობით მარცხნიდან მარჯვნივ. მარცხენა სექცია მოიცავს 1–ელ და მე–2 თვალს, შუა – მე–3 და მე–4 თვალს, მარჯვენა მე–5 და მე–6 თვალს.
- თვალი 1-თუ თქვენი ყურადღება ამ თვალმა მიიზიდა, დრო მოვიდა ნაჭუჭში დამალვა შეწყვიტოთ. საკუთარ თავში ზედმეტად ჩაკეტილი ხართ, რაც თქვენზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ფიქრობთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ვინმეს შემოყვანა გსურთ, გააკეთეთ. მათი დაუფასებლობა შეწყვიტეთ და თავი შეიკავეთ.
- თვალი 2-თუ მეორე თვალი აირჩიეთ, თქვენ რაღაცას მალავთ. ბევრ დროს ხარჯავთ იმაში, რომ სხვებს ნაცარი თვალებში შეაყაროთ, რაც თქვენს კეთილდღეობას მხოლოდ ხელს უშლის. თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ, მაგრამ ამას არასდროს უშვებთ. საკუთარ თავს ასე რატომ ექცევით? ალბათ, თქვენს ინტერესებში იქნება, რომ ყველაფერი აღიაროთ.
- თვალი 3-ეს თვალი შეიძლება ცოტა მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ აირჩიეთ, გამოდის, რომ თქვენ ძალიან იტანჯებით. თქვენს ცხოვრებაში ახლა ბევრი რამ ხდება და არ იცით, როგორ გაუმკლავდეთ გრძნობებს. თქვენს ქვეცნობიერს სურს მიხვდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენს ცხოვრებაში არის ის, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ. ყველაფრის თავად გაკეთება შეწყვიტეთ და მიიღეთ დახმარება, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ.
- თვალი 4-თუ კავშირს ამ კონკრეტულ თვალთან ხედავთ, მაშინ თქვენ დაცვის მიზნით ირგვლივ კედელი გაქვთ აღმართული. დანარჩენ სამყაროს ემალებით და ფიქრობთ, რომ ეს გიშველით, მაგრამ ცდებით. თქვენ სხვები უნდა შემოიკრიბოთ და მათ თქვენი მოგონებები გაუზიაროთ. დიახ, რთული იქნება, მაგრამ თუ ამას გაუმკლავდებით, სხვა ყველაფერსაც გაუმკლავდებით. წარსული დაივიწყეთ და ამჯერად მომავალს შეხედეთ.
- თვალი 5-ამ თვალის არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ბევრ სხვა ადამიანზე უფრო მეტად მუშაობთ. თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ყველაფრის მიუხედავად წინ მიიწევს. გრძნობებს კარგად მალავთ და სამუშაოს მაქსიმალურად კარგად ასრულებთ. თქვენს ცხოვრებას დიდად აფასებთ, მაგრამ ზოგჯერ მნიშვნელოვანი საკითხები მხედველობის არიდან გრჩებათ. ყოველთვის ცდილობთ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ პერიოდულად გაჩერება და მომენტით ტკბობა.
- თვალი 6-თუ ამ თვალმა მიგიზიდათ, თქვენ მზად ხართ ყველაფრისთვის, რომ ირგვლივ მყოფი ხალხი გააბედნიეროთ. მათ ყველაფერს აძლევთ, რაც გაქვთ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. დრო მოვიდა გააცნობიეროთ, რომ ზოგჯერ საჭიროა „არას“ თქმა და სხვაგვარად მოქცევა. შეუძლებელია იმ ადამიანებთან ყოფნა სცადოთ, ვისაც თქვენ გვერდით ყოფნა არ სურს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს