როგორ დავიკლოთ დღეში 1 კილო, ბანანის მეშვეობით

2461

წარმოიდგინეთ ყოველდღე ბანანს მიირთმევთ და კვირაში 7 კილოგრამს იკლებთ – ნამდვილად კარგად ჟღერს. თუმცა ყველაზე კარგი ის არის, რომ ეს დიეტა ნამდვილად არსებობს და ნამდვილად შედეგიანია. ის დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. დიეტა იაპონელმა ხიროსი ვატანაბემ შეიმუშავა, პირველად ეს მეთოდი წიგნის სახით გამოსცა, წიგნს “ბანანის დილის დიეტა” ეწოდება.

არსი ძალიან მარტივია: დილით მხოლოდ ბანანები უნდა მიირთვათ და ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა დალიოთ.

დარჩენილი დროის მანძილზე კი კვების ჩვეული რეჟიმის შენარჩუნება შეგიძლიათ. ნამდვილად მარტივია!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვატანაბე ჭარბი წონით იტანჯებოდა, მან უამრავი დიეტა სცადა, თუმცა ბოლოს ამ საკითხისთვის მეცნიერულად მიდგომა სცადა და თავის ფარმაცევტ მეუღლესთან ერთად ახალი დიეტა შეიმუშავა. იაპონიაში ადამიანებს ძალიან ცოტა დრო აქვთ, შესაბამისად სპორტულ დარბაზებში სიარული მათთვის დიდი ფუფუნებაა. ამიტომ ვატანაბემ ისეთი დიეტა შექმნა, რომელიც იმ ადამიაებსაც გამოადგებათ ვისაც საკუთარ თავზე დრო არ აქვთ.

აი მარტივი გადაწყვეტაც: 1 ბანანი და ჭიქა წყალი უზმოზე – ყოველგვარი საუზმის ნაცვლად.

ამ დიეტის მთავარ სირთულეს, სადილობამდე გაძლება და არაფრის შეჭმა წარმაოდგენს. ბანანები რეზისტენტული სახამებლით არის სავსე, ის აქტიურად ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. ბანანში არსებული სახამებელი ისეთი არ არის როგორც კარტოფილში. ის იოლად გადამუშავებადი და რეზისტენტულია. რეზისტენტული სახამებელი წვრილ ნაწლავში არ იხსნება და პირდაპირ მსხვილ ნაწლავში გადადის, სადაც მისი ფერმენტაციის პროცესი იწყება.

მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები მას მოკლე ცხიმოვანი მჟავების ჯაჭვში ამუშავებენ. ისინი უჯრედებს კვებავენ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოჯანმრთელებას უწყობენ ხელს.

საუზმეზე მხოლოდ 1 ცალი ბანანი უნდა მივირთვათ? ამასთან დაკავშირებით მკაცრი წესები არ არსებობს. საუზმეზე იმდენი ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც მოგესურვებათ, სანამ დანაყრებას არ იგრძნობთ.

იაპონელები ჭამის დროს 80/20 წესს მისდევენ, მათი აზრით საკვების მირთმევის დასრულების შემდეგ, კუჭის 20% ცარიელი უნდა დარჩეს და ჭამას მანამდე წყვეტენ სანამ ბოლომდე დანაყრდებიან. ამ მეთოდს ექიმებიც უჭერენ მხარს. ასეთი მდგომარეობა კუჭს სწორად მუშაობაში ეხმარება.

დილაობით ყოველთვის თბილი წყალი დალიეთ. მეტაბოლიზმს ესეც არეგულირებს. აჯობებს გაღვიძებისას ჯერ წყალი დალიოთ, შემდეგ თავი მოიწესრიგოთ და ბანანი წყლის დალევიდან 1 საათში მიირთვათ.

როგორ მივხვდეთ დანაყრდით თუ არა?! დაიწყეთ 1 ბანანით. 20 წუთის შემდეგ თუ ისევ გექნებათ შიმშილის გრძნობა, კიდევ ერთი ცალი ბანანი მიირთვით.

თავის წიგნში ვატანაბემ რამდენიმე წესის დაცვა გვრიჩია:

  • არ მიირთვათ რძის პროდუქტები
  • სასურველია 8 საათის შემდეგ არაფერი მიირთვათ
  • დასაძინებლად 12 საათამდე დაწექით. მეცნიერები თვლიან, რომ გვიან დაძინების ჩვევა გასუქებას იწვევს
  • სადილსა და ვახშამს შორის წახემსებას მოერიდეთ. შუალედებში შეგიძლიათ გამონაკლისის სახით ცოტაოდენი ხილი მიირთვათ.

რა აქცევს ბანანის დიეტას ასე განსაკუთრებულად?

  • ეს ძალიან ჯანსაღი დიეტაა
  • ბანანი იაფია და ბევრი ფულის ხარჯვა აღარ მოგიწევთ
  • რეგულარულად საუზმობა მეტაბოლიზმს აჩქარებს და დღის განმავლობაში საკვების ჭარბად მიღებისგან გვიცავს
  • თუ დილაობით ყავას არ დალევთ, ორგანიზმი მადას და სისხლში გლუკოზის დონეს უკეთ დაარეგულირებს
  • თქვენი მადის უკეთ გაკონტროლებას შეძლებთ

ბანანის დიეტა ცელულიტის საწინააღმდეგო შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს