რეცხვის დროს დაშვებული შეცდომები, რომელიც თქენს ნივთებს აზიანებს

1240

ალბათ შეგიმჩნევით, რომ ჩასაცმელი რომელიც მეგობართან ერთად შეიძინეთ მალე დაზიანდა და გაცვდა, თქვენი მეგობრის იგივე სამოსი კი ჯერ კიდევ ახალივით გამოიყურება?! ამ სტატიაში რეცხვის დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს განვიხილავთ და ვეცდებით გირჩიოთ თუ როგორ უნდა შეუნარჩუნოთ ტანსაცმელს ხარისხი.

  • მეტი უკეთესს არ ნიშნავს-ადამიანების უმეტესობა სარეცხს ფხვნილს არასწორად იყენებს და იმაზე ორჯერ მეტ ფხვნილს ამატებს მანქანაში ვიდრე საჭიროა. საბოლოოდ გავლებისას ფხვნილი ქსოვილიდან ბოლომდე ვერ გამოიდევნება და შიგნით რჩება, ილექება ნაკერებსა და ნაკეცებში, ნივთები ხუნდება და ცუდად გამოიყურება.
  • ხეხვის შედეგად გაჩენილი ხვრელები-სამოსის დიდხანს ხეხვა არ შეიძლება, ის მალე გაცვდება და გაფუჭრდება.
  • დაახარისხეთ ქსოვილის ტიპის მიხედვით-რა თქმა უნდა მუქი და ღია ფერის სამოსის დახარისხებ აუცილებელია. თუმცა ურიგო არ იქნებოდა თუ ქსოვილის ტიპის მიხედვიტაც დაახარისხებდით ტქვენს სამოსს. ასე თქვენს სამოსს დაზიანებისგან იხსნით და ის უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.
  • როგორ გავფინოთ სარეცხი?-შარვლისა და ქვედა ბოლოებისთვის სპეციალური საკიდები არსებობს. ისინი სამოსზე ნაკეცების გაჩენას უშლიან ხელს. ეს ხშირ უთაობას აგაცილებთ თავიდან, შესაბამისად თქვეი სამოსი უფრო ნაკლებად გაფუჭდება. რაც შეეხება მძიმე სამოსს – აჯობებს ის თკზე არ გაფინოთ და თაროზე გადაფინოთ.
  • გაქვთ ძველი პრისაოცი?-თუ დელიკატური ნივთების წურვის აუცილებლობის წინაშე ხართ, ნუ გაწურავთ მას, ჩადევით მშრალ, სუფთა პრისახოცში, ფრთხილად დაკეცეთ და დააჭირეთ. პირსახოცი სიტხეს შეიწოვს და ნივთზე ნაკლები ნაკეცები დარჩება. ამასთანავე დელიკატური ქსოვილების სამოსი ფორმას არ დაკარგავს.
  • არ გამოტენოთ სარეცხი მანქანა-ამგავრად სარეცხი მანქანის ექსპლუატაციის დროს ამცირებთ რადგან მისი ნაწილები უფრო სწრაფად გაცვდება. მეორეც, სამოსი უფრო მეტად ირევა ერთმანეთში და უფრო სწრაფად იხევა.
  • თეთრეული, კოლგოტი და გოლფი – ტომარაში-თუ მათ სარეცხ მანქანაში ერთად მოათავსებთ, გარეცხვის შემდეგ ერთმანეთში გადახლართულ გორგალს გამოიღებს. ამიტომ გირჩევთ მათი რეცხვისას სარეცხი ტომარა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ბიუსტჰალტერი და ბავშვის პატარა წინდებიც ტომრებით უნდა გარეცხოთ.სარეცხი მანქანების დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი – ბარაბანსა და მის კორპუსს შორის გაჭედილი ბიუსტჰალტერის სამაგრები და ბავშვის პაწაწინა წინდებია.
  • ნუ დაგავიწყდებათ სარეცხი მანქანის რეცხვა-იმისთვის, რომ რეცხვის შემდეგ ნივთებს ობის სუნი არ უდიოდეს – მანქანის პროფილაქტიკური წმენდა ჩაატარეთ. კარგად გარეცხეთ ფხვნილისა და კონდიციონერის უჯრა, 4 თვეში ერთხელ კი რეცხვის მთლიანი ციკლი სამოსის გარეშე ჩართეთ.