ექიმები შაქრიან დიაბეტს ერთ–ერთ ყველაზე მზაკვრულ დაავადებად ტყუილად არ მიიჩნევენ. ადრეულ სტადიაზე ადამიანს არაფერი აწუხებს და ჩივილი პრაქტიკულად არ აქვს. თუმცა თუ ჯანმრთელობის მიმართ უფრო ყურადღებით იქნებით, გარკვეული ცვლილებების შემჩნევას შეძლებთ. ასეთი ნიშნები არ გამოგრჩეთ!
1–ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები
პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ხშირად ძალიან სწრაფად ვითარდება და გამოხატული სიმპტომები აქვს. მადა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ადამიანი მაინც წონაში იკლებს. ჩნდება მუდმივი დაღლილობა, წყურვილის შეგრძნება, ხოლო შარდვა და შარდვის შეტევები ძალიან ხშირდება – ზოგჯერ ღამით რამდენჯერმე ადგომაც კი გიწევთ. სიმპტომები ჩვეულებრივ მოულოდნელად ჩნდება და შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ.
მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები
დიაბეტის ეს ტიპი ყველაზე გავრცელებულია. ამავდროულად, დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, რადგან დაავადება ნელა ვითარდება, სიმპტომები კი სუსტად გამოხატულია. აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
- წყურვილი და პირის სიმშრალე. ადამიანი უფრო ბევრს სვამს, ვიდრე ადრე. ზოგჯერ სითხის მიღება დღეში 3-5 ლიტრით იზრდება.
- წონის შემცირება. წონა სწრაფად იკლებს მაშინ, როცა ცხოვრების წესი და კვება ძველებურად რჩება. ზოგჯერ მადა ძლიერდება.
- მუდმივი დაღლილობა. უკვე დილიდანვე შეიძლება უღონობა იგრძნოთ. ჩნდება გაღიზიანება, სისუსტე, ძილიანობა.
- შარდვის პერიოდები იცვლება. ის უფრო უხვი ხვდება, ვიდრე ადრე.
- გულისრევა. მოულოდნელად გულისრევის და ღებინების შეტევები ჩნდება.
- ხელის და ფეხის გაშეშება, თითებში ჩხვლეტის შეგრძნება.
- კანის სიმშრალე. კანი უფრო მშრალი ხდება. ჩნდება ქავილი. ჭრილობები და ნაკაწრები უფრო გვიან ხორცდება, ვიდრე ჩვეულებრივ.
- გაზრდილი წნევა.
- საშარდე გზების ინფექციები.
თქვენ აბარებთ სისხლს წელიწადში ერთხელ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.