როგორ გავთავისუფლდეთ ჩაბრუნებული თმისგან: სწორი ეპილაციის 5 წესი

985

თანამედროვე ქალბატონებისთვის ეპილაცია აუცილებელ პროცედურად ითვლება – ჩვენ მას მთელი წლის განმავლობაში ვიკეთებთ, ის აქტუალურია ზამთარშიც და ზაფხულშიც. გლუვი კანის დევნაში უამრავ ტკივილს ვითბენთ, თუმცა იშვიათად მაინც ვირებთ ხოლმე უსიამოვნო ბონუსს – ჩაბრუნებული თმის სახით. ამ სტატიაში მათი თავიდან აცილების მეთოდებზე ვისაუბრებთ.თმა იმის გამო გვიბრუნდება, რომ ეპილაციის დროს მათი სტრუქტურა იცვლება, შესაბამისად თმა არასწორი მიმართულებით იზრდება და კანიდან გამოღწევა აღარ შეუძლია. როგორ მოვიქცეთ, თუ ეპილაციის შემდეგ თმა ჩაგვეზარდა? მიყევით 5 ძირითად წესს:

  1. პილინგი ეპილაციამდე-ეპილაციის გაკეთებამდე პილინგი გაიკეთეთ. ის ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და თმებს ამოწევს, რაც უფრო ხარისხიან ეპილაციას უწყობს ხელს.
  2. პილინგი ეპილაციის შემდგომ-შხაპის მიღების დროს შედარებით უხეში სახეხი გამოიყენეთ. ეპიდერმისზე დამატებითი ზემოქმედება ნამდვილად სასიკეთოდ წაგადგებათ!
  3. ეპილაციის მეთოდის ცვლილება-როგორ გავიკეთოთ ეპილაცია სწორად? ხშირად შეცვალეთ ეპილაციის ტიპები. იყენებთ ვილს?! ის დროებით შუგარინგით შეცვალეთ. სამართებლით თუ იპარსავთ – დეპილატორი კრემით შეცვალეთ და ა.შ.
  4. სწორი მიმართულება-სწორი ეპილაციის მთავარი რჩევა: პარსვის დროს მცოლოდ თმის ზრდის მიმართულებით გაიპარსეთ. ასეთი მეთოდი მეტ დროს მოითხოვს მაგრამ ამგავრად ტრამვულობასაც შეამცირებთ და თმის ჩაბრუნებისგანაც დაიცავთ თავს.
  5. კოსმეტიკა თმის ჩაზრდის წინააღმდეგ-კოსმეტიკური ბაზარი დეპილაციამდე და მის შემდგე გამოსაყენებელი საშაულებების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. შეიძინეთ ერთ-ერთი მათგანი და ის უარყოფითი ეფექტისგან დაგიცავთ.

როგორ გადავწყვიტოთ ჩაზრდილი თმის პრობლემა

თუ ჩაბრუნება თავიდან ვერ აიცილეთ, მაშინ შემდეგი მეთოდებიდან რომელიმე გამოიყენეთ:

  1. სკრაბი. პილინგი შესანიშნავია არა მხოლოდ ჩაბრუნების პროფილაქტიკის, არამედ უკვე ჩაბრუნებულ თმასთან ბრძოლისთვისაც. მათგან თავდასაღწევად თქვენი საყვარელი სკრაბი გამოიყენეთ – დღეში ორჯერ. პრობლემური ადგილები აქტიურად დაიზილეთ.
  2. გამოიყენეთ გამონაყარის საწინააღდეგო საშუალება. თუ ჩაზრდილი თმა ძალიან ღრმად არ არის, მას გამონაყარის საწინააღმდეგო კრემი წაუსვით – ყოველდღიურად. ეს სიწითლეს მოგაშორებთ.
  3. ნემსი – ყველაფრს თავი. ჩაბრუნებული თმის მოსაშორებელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი პინცეტისა და სამედიცინო ნემსის გამოყენებაა. თუმცა ამ პროცედურის ჩასატარებლად სპეციალისტს მიმართეთ – ამ შემთხვევაში სტერილიზაცია და სწორი ტექნიკა მნიშვნელოვანია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს