4 უსიამოვნება, რომლის განკურნებაც ნიორს შეუძლია

1023

რა ვიცით ნივრის შესახებ? ის ნებისმიერ კერძს, განსაკუთრებით ბოსტნეულს, უფრო ცხარეს და გემრიელს ხდის, ასევე სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება და გრიპს და მწვავე ვირუსულ ინფექციებს ებრძვის. აი, ის რაც არ ვიცით, არის ის, რომ ნიორი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლოა ბოსტნეულია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დღეს გიამბობთ, რომელ უსიამოვნებასთან გამკლავებას შეძლებთ მისი დახმარებით.

  • მაღალი ქოლესტერინი-ალიცინი ნაერთი, რომლითაც ნიორი მდიდარია, ძლიერი ანტიოქსიდანტია. კვლევამ დაადასტურა, რომ ნივრის რეგულარული მიღება სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას ხელს უწყობს, ასევე სისხლში შაქრის და არტერიული წნევის ჯანსაღ დონეს ინარჩუნებს.
  • კარიესი და ღრძილების დაავადებები-პირის ღრუს სავლები ნივრის არომატით უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნივრის ძლიერი ანტიბაქტერიული თვისება ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს, რომლებიც ღრძილებს და კბილებს აზიანებენ და ამით კარიესს და პირის ღრუს სხვა დაავადებებს იწვევენ. საკმარისია, 1–2 კბილი ნიორი დააქუცმაცოთ, თბილ წყალს დაუმატოთ, დააყენოთ და მიღებული ექსტრაქტით პირი გამოივლოთ. ოღონდ ამის გაკეთება საღამოს, ძილის წინ სჯობს.
  • ეგზემა და სოკოვანი ინფექციები-ნიორი არა მხოლოდ ანტიბაქტერიულ, არამედ სოკოს საწინააღმდეგო თვისებას ფლობს. სწორედ ამიტომ, ეგზემას და მიკოზის წინააღმდეგ ეფექტური საშუალება იქნება. დაქუცმაცებული ნივრის ფაფა წყალში გააზავეთ (კანი რომ არ დაიწვათ) და დაზიანებულ ადგილზე წაისვით – უნდა დაგეხმაროთ.
  • თმის ცვენა-ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ხახვის წვენი თმის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ მისი „ნათესავი“ ნიორი არა ნაკლებ ეფექტურია. ნივრის ექსტრაქტი შეგიძლიათ თმის ძირებში შეიზილოთ და თავის მასაჟი გაიკეთოთ – ეს თმის ცვენას თავიდან აგაცილებთ და გააქრობს კიდეც.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.