როგორ მოვაშოროთ დეზოდორანტის თეთრი ლაქები ტანსაცმელს

1338

რეკლამაში რასაც არ უნდა ამბობდნენ, თითქმის ყველა დეზოდორანტი ლაქებს ტოვებს.

როგორ ავიცილოთ დეზოდორანტის ლაქები

  1. ანტიპერსპირანტების უმეტესობა ალუმინის მარილებს (ჩვეულებრივ, ალუმინის ქლორიდი) შეიცავს, რომელიც საოფლე ჯირკვლების დაბლოკვას შესანიშნავად უმკლავდება, მაგრამ ლაქებს ტოვებს. ანტიპერსპირანტის არჩევისას ყურადღება ეტიკეტს მიაქციეთ. თუ იქ მითითებულია ალუმინი ნებისმიერი ფორმით, ლაქების დატოვების შანსი უფრო მაღალია.
  2. ანტიპერსპირანტი სპრეის ფორმაში სხეულზე სრულად უნდა გაშრეს, სანამ რამეს ჩაიცვამთ. თუ ბურთულიან დეზოდორანტზე გადახვალთ, პრობლემა შემცირდება. საკითხი მხოლოდ აქტიური ნივთიერებების აქროლადობაშია.
  3. მყარი დეზოდორანტები არ გამოიყენოთ: ის წასმის დროს იფშვნება და მსხვილ ფრაგმენტებს ტოვებს, რომელიც ქსოვილს დაგისვრით.

თუ ტანსაცმელზე დეზოდორანტის ლაქები აღმოაჩინეთ

  1. ნეილონის კოლგოტი მუხლზე გადაიკარით და მასზე ლაქა ენერგიულად გახეხეთ. ესეც ასე, ლაქა გაქრა!
  2. თუ ლაქა ახალია და ქსოვილი ახლახანს დაალაქავეთ, შეგიძლიათ სველი სალფეთქით (კრემის დამატების გარეშე) ოპერატიულად გაწმინდოთ, სანამ არ შეიწოვება.
  3. ანტიპერსპირანტით დალაქავებული ტანსაცმლის გარეცხვამდე ლაქა ცივი წყლით გახეხეთ და მხოლოდ შემდეგ გარეცხეთ.
  4. თუ ლაქა მაინც დარჩა, ღვინის ძმარი დაასხით და ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ. ამის შემდეგ ლაქა ძმრიან ხსნარში მთელი ღამე გააჩერეთ, დილით კი გარეცხეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს