ძმარი, ასფურცელა, ნემსიწვერა და კიდევ 5 ეკო მეთოდი მწერებთან საბრძოლველად

1270

მწერები ბზუიან, გვკბენენ და ძალიან გვაღიზიანებენ. დღეს გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ მწერები.

  • მწერების ბადე ფანჯარაზე და მაგნიტის ბადე კარზე-რა თქმა უნდა, თუ კარებს და ფანჯრებს ღიად დატოვებთ, მწერების მოშორება გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ყველა შესაძლო ადგილი დაფარეთ, საიდანაც მწერი შეიძლება სახლში მოხვდეს. ჩვეულებრივ, ესაა ფანჯარა ან კარი, ამიტომ ფანჯარაზე მწერების ბადე, კარზე კი მაგნიტის ბადე დაამაგრეთ. თუ ძველი მწერების ბადე გაგიცვდათ, ახალი შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში შეიძინოთ. თქვენ შეგიძლიათ ბადე თავად გადაჭრათ და ფანჯარას დაამაგროთ. თუ სახლის ამტვერება არ გსურთ, იყიდება ბადეები წებოვან ლენტზე, მაგრამ თქვენი ფანჯრის ზომის შესაფერისი იყიდეთ. მაგნიტის ბადე მოსახერხებელია, რადგან მწერებს სახლში არ უშვებს, ანუ დამოუკიდებლად თავისით იკეტება და სუფთა ჰაერის შემოსვლას ხელს არ უშლის.
  • ზედაპირების დამუშავება-არსებობს სპეციალური მწერების საწინააღმდეგო საშუალება ზედაპირების დასამუშავებლად, მაგალითად, პრეპარატი „აგიტა“ ან „ფლაი ბაიტი“. პირველს ფუნჯით უსვამენ იმ ადგილს, სადაც მწერები ხშირად თავს იყრიან. ესაა პლინტუსის ქვეშ, ფანჯარა, ფანჯრის რაფა, კარი, წყლის მილი და ა.შ. დამუშავება რამდენიმე თვე გეყოფათ. მეორე გრანულებში გამოდის, ამიტომ სატყუარად გამოიყენება. მწერებისთვის საყვარელ ადგილებში შეგიძლიათ წებოვანი ლენტები დაკიდოთ.
  • ძმარი-პროფესიონალური ქიმიის მსგავსად მოქმედებს ჩვეულებრივი სუფრის ძმარი. 1:1 პროპორციით წყალში გააზავეთ და ჩარჩოები და შემოსასვლელი კარები დაამუშავეთ.
  • ბუზის ელექტროსაკლავი-საკმაოდ არაჰუმანური მეთოდი მომაბეზრებელი ბუზების და სხვა მწერების მოსაშორებლად. ბადეზე შეხებისას მწერებს დენი არტყამთ და იღუპებიან.
  • სატყუარა და ხაფანგი-ბუზის, შავი ბუზების და ბზიკების მოსაშორებლად სატყუარა შეგიძლიათ მინის ქილიდან გააკეთოთ. ბოთლის ძირში წყალი ჩაასხით, მასში შაქარი ან ბანანის ნაჭერი აურიეთ, ქილის თავი სკოჩით დაფარეთ და რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ. ბუზი ქილაში შეძვრება, მაგრამ გამოსვლას ვეღარ შეძლებს.
  • რეჰანი-ბუზებს რეჰანის სუნი არ უყვართ. სამზარეულოდან ბუზები რომ განდევნოთ, რეჰანი ფანჯრის რაფაზე ან სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე გაზარდეთ. ეს სასარგებლოც არის და გემრიელიც. თუ რეჰანი მზის დეფიციტის გამო არ იზრდება, ძველი რეჰანი ნაჭრის პატარა ტომარაში მოათავსეთ და დრო და დრო შეანჯღრიეთ, რომ ძლიერი არომატი გავრცელდეს.
  • ასფურცელა და ნემსიწვერა-ამ ორ ხალხურ საშუალებას დიდი ხანია იყენებენ. ასფურცელას კონად კრავენ და კედელზე ან კარებზე კიდებენ. ნემსიწვერა შეგიძლიათ ლამაზ ქოთანში ფანჯრის რაფაზე გაზარდოთ.