რომელ ფანჯარას გააღებთ გაზაფხულთან შესახვედრად

1005

ჩვენ, ყველას გვიყვარს დრო და დრო საინტერესო ტესტების გავლა, რომლებიც საკუთარ თავზე რაღაც ახალს გვეტყვიან. ამას გარკვეული სარგებელი აქვს, რადგან რაც უფრო უკეთ ვიცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო მარტივია ცხოვრების და ბედის მართვა.

ტესტი ასოციაციაზე

ამ სამი ფანჯრის ჩარჩოდან აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ფსიქოლოგიური ტესტები ასოციაციაზე ძალიან მარტივია. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, ერთი სურათი აირჩიეთ, რომელიც თქვენში ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.ასოციაციური ტესტი სურათებით თქვენი სულის შინაგან მხარეს გამოავლენს. მხოლოდ სამი ვარიანტია, თუმცა თითოეული ადამიანი მათში საჭირო კითხვებზე პასუხებს იპოვის. სწორედ იმ კითხვებზე, რომლებიც დღიდან დღემდე გაწუხებთ.

არ იზარმაცოთ, სწრაფად აირჩიეთ ფანჯარა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ!

თქვენი ბედის ფანჯარა

  1. პირველი ფანჯარა-ეს ძლიერი სულის მქონე ადამიანის არჩევანია. შესაძლოა, შინაგან ბირთვს ჯერ ვერ გრძნობთ, მაგრამ ეს პრობლემა არაა. თქვენს პოტენციალს ძალიან მალე გამოავლენთ.ასეთი ხალხი საკუთარ ბედს თავად ცვლის. მის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არავის შეუძლია. სწორედ ამიტომ, მიზნისკენ თამამად შეგიძლიათ იაროთ, რადგან თქვენთვის გზის გადაღობვას ვერავინ შეძლებს.გახსოვდეთ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათ.
  2. მეორე ფანჯარა-ის ცხოვრების მიმართ სიყვარულის სიმბოლოა. ადამიანებმა, რომლებმაც ეს სურათი აირჩიეს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ რეალურ სამყაროზე მათ დამოკიდებულებას. თუ გრძნობთ, რომ ჩვეული ნივთები სიამოვნებას ვერ განიჭებთ, სიტუაციის გამოსწორება აუცილებლად სცადეთ.მნიშვნელოვანია, წვრილმანები სიხარულს განიჭებდეთ, რადგან ნამდვილი ბედნიერება სწორედ ამ წვრილმანებისგან შედგება. საყვარელი ყავა, მეგობრული ღიმილი, სასიამოვნო კომპოზიცია ან საინტერესო კომედია.. თქვენს რუტინაში აუცილებლად ჩართეთ ის, რის გამოც ცხოვრება ღირს.სხვა ხალხის აზრზე არ ინერვიულოთ. თუ თქვენი კმაყოფილება რამდენიმე ბრაზილიური სერიალის ყურებაშია, საკუთარ თავს ამის უფლება მიეცით და ამის გამო საკუთარი თავი არ დასაჯოთ!
  3. მესამე ფანჯარა-ჩვეულებრივ, მას მგრძნობიარე და ზედმეტად ემოციური ხალხი ირჩევს. ეს სწორედ ის ტიპია, რომელმაც უხეში სიტყვის ან უხეში მზერის გამო შეიძლება იტიროს.დრო მოვიდა, საკუთარი თავი შეიყვაროთ და თავდაჯერებულობა მოიპოვოთ, რომ ყურადღება არ მიაქციოთ მათ, ვისაც თქვენი განწყობის გაუარესება სურს. ეს რთულია, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის გადალახვით შეძლებთ ნამდვილი თავისუფლების მოპოვებას.შინაგანი პოტენციალის გახსნას მხოლოდ სრული პოფიგიზმით შეძლებთ. სხვებს თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ.

დაე, ამ რჩევებმა თქვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო და მსუბუქი გახადოს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ წინსვლით შეიძლება რაღაც ახლის შეცნობა და საკუთარი თავის სრულყოფილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს