7 რჩევა მათთვის, ვისაც დაუთოება არ უყვარს

965

ალბათ, გსმენიათ ფრაზა: „რეცხავთ არა თქვენ, არამედ მანქანა“. ამის თქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ამ გზის ყოველდღე გავლა არ უწევს. ჯერ ხომ ნივთები უნდა გადაარჩიოთ, თეთრეულის კალათიდან ამოიღოთ, გადახედოთ, რეცხვისთვის მოამზადოთ, ლაქები დაამუშაოთ, შემდეგ გარეცხოთ, დოლურიდან ამოიღოთ და გაფინოთ. ამის შემდეგ ჩამოხსნათ, გადადოთ ის, რომლის დაუთოებაც აუცილებელია, შეინახოთ ის, რომელსაც დაუთოება არ სჭირდება, რაღაც საბავშვო ოთახში გაიტანოთ და თაროებზე გადაანაწილოთ. პროცესი უკვე მარტივი და უმნიშვნელო არ ჩანს. ის ბევრ დროს გვართმევს და თუ მისი უშედეგოდ დახარჯვა არ გსურთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ. ის ყველაზე გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

  • შეცდომა №1: ნივთების დიდხანს დატოვება სარეცხ მანქანაში გარეცხვის შემდეგ-აუცილებელია დოლურიდან იმწამსვე ამოიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელი ძლიერ დაიჭმუჭნება და მისი დაუთოება გაგიჭირდებათ. თუ დაკავებული ადამიანი ხართ და დაუყონებლივ გაფენვის საშუალება არ გაქვთ, სარეცხი მანქანის სასარგებლო ფუნქციები გამოიყენეთ. აირჩიეთ რეჟიმი „მსუბუქი გაწურვა“. მანქანა ამ შემთხვევაში შუალედურ დატრიალებას გამორიცხავს, რეცხვის დროს უფრო მეტ წყალს დაამატებს, რაც ქსოვილზე ნაკეცების გაჩენას მინიმუმამდე შეამცირებს. გამოიყენეთ პროგრამა „გადადებული სტარტი“, რომ მანქანამ თეთრეული გარეცხოს იმ დროისთვის, როცა თქვენ სამსახურიდან სახლში მიხვალთ. დოლურა არ გადატვირთოთ. თეთრეული არა მხოლოდ ძლიერ დაიჭმუჭნება, არამედ შეიძლება გაცვდეს და დეფორმირდეს.
  • შეცდომა №2: თეთრეულის არ დაფერთხვა და არ გასწორება-სანამ თეთრეულს შეინახავთ, კარგად დაფერთხეთ, გაასწორეთ. ასე ნივთები თანაბრად დაჯდება, შესაბამისად ნაკლებად დაიკუჭება. მაგალითად, პირსახოცი უფრო ფუმფულა იქნება.
  • შეცდომა №3: ქსოვილის ტიპის არ გათვალისწინება-მთავარი წესი: მსუბუქი ქსოვილის, აბრეშუმის, ნეილონის, პოლიესტერის ტანსაცმელი, ასევე რთული დაფარვის მქონე ნივთები სჯობს საკიდზე დაკიდოთ. ნაქსოვი ნივთები და სვიტერები არ იჭმუჭნება, ასე რომ შეგიძლიათ დაკეცოთ.
  • შეცდომა №4: ბიუსჰალტერის შუაზე გაკეცვა-თუ ბიუსჰალტერის ერთ თასს მეორეში დებთ, ეს დეფორმაციას და შემავსებლის დაშლას იწვევს. ისინი ერთმანეთს ისე დაადეთ, როგორც ამას ქალის თეთრეულის მაღაზიების თაროებზე აკეთებენ.
  • შეცდომა №5: წინდის დახვევა-ასეთი ფორმა ელასტიკური ქსოვილის დეფორმაციას იწვევს და წინდის რეზინებს ჭიმავს. უფრო სწორი იქნება, თუ ერთმანეთს დაადებთ და შუაზე გაკეცავთ.
  • შეცდომა №6: ქსოვილის არ გათვალისწინება-თითოეული ნივთი უნიკალურია, ამიტომ სანამ დაკეცავთ, გაითვალისწინეთ, თუ სად იქნება ნაკეცი. მაგალითად: თუ თხელ ბეწვიან სვიტერს ან მაისურს სიგრძეზე შუაზე გაკეცავთ, ნაკეცი პირდაპირ ცენტრში იქნება. მსგავსი სიტუაცია კლასიკურ შარვალზე მეორდება. სჯობს სპეციალურ საკიდზე საქამრით ან ქვედა კუთხით დაამაგროთ.
  • შეცდომა №7: დაკეცილი სვიტერების ზედა თაროზე შენახვა-თქვენ ზედა თაროზე შენახული სვიტერის აღებას ცდილობთ და მთელი თარო თავზე გემხობათ. ნაცნობი სცენარია? ტანსაცმელი ქვედა თაროზე შეინახეთ ისე, რომ საჭირო ნივთს ხელით თავისუფლად მიწვდეთ. ზედა თაროზე სჯობს შეინახოთ ყუთებში ჩაწყობილი სეზონური ტანსაცმელი, ზედმეტი ბალიში, გადასაფარებელი, პლედი ან თეთრეულის ნაკრები.