როგორ გავახალგაზრდავდეთ 10 წლით: რამდენიმე გამოცდილი საშუალება

822

გინდათ ხელის რამდენიმე მოძრაობით 5-10 წლით ახალგზარდულად გამოიყურებოდეთ? მაშინ თქვენს ყოველდღიურ სილამაზის რუტინას რამდენიმე ხერხი დაუმატეთ.

გამოიყენეთ ჰაილაითერი-სწორად დატანილ ჰაილაითერს თვალების გარე კუთხეების ვიზუალურად აწევა შეუძლია. ამისთვის ცოტაოდენი საშუალება წარბების ოდნავ ქვემოთ წაისვით, შიდა კუთხიდან გარე კუთხის მიმართულებით. ჰაილაითერი ლოყების ზედა ნაწილზეც წაისვით.

შავი ტუში ლურჯით შეცვალეთ-ლურჯი ტუში თვალის თეთრონს უკეთ გამოაჩენს, თვალები კი უფრო ბრწყინვალე გახდება. ეს ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მანიშნებელია.

შეცვალეთ ფრჩხილი ფორმა-როდესაც მანიკურის გასაკეთებლად წახვალთ, ოსტატს თხოვეთ ფრჩხილებს ნუშისებური ფორმა მისცეს – ის ხელებს ვიზუალურად უფრო ახალგაზრდას ხდის.

შეიცვალეთ ვარცხნილობა-თუ სწორი თმა გაქვს, იქნებ დროა ვარცხნილობა შეიცვალოთ და თმა შუბლთან შეიჭრათ, ეს შუბლის ნაოჭებს დაფარავს და უფრო ახალგაზრდა გამოჩნდებით. თუ ხვეული თმა გაქვთ კასკადური ვარცხნილობა გაიკეტეთ, ეს თმას უფრო სქელს გახდის.

დაუმატეთ თმას მბზინვარება-ასაკის კიკდევ ერთი მანიშნებელი – გაუფერულებული და მბზინვარება დაკარგული თმაა. თუ თმას თავისი ბუნებრივი მბზინვარება დაკარგული აქვს, ეს მშრალი თმის ზეთით დააკომპენსირეთ. ეს არა მხოლოდ ლამაზი არამედ სასარგებლოც არის თმსი ჯანმრთელობისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს