ეს 21 დღიანი ინგლისური დიეტა საკმაოდ პოპულარული და ეფექტურია. მას შეუძლია 10-18 კილოგრამი დაგაკლებინოთ. მონო დიეტებთან შედარებით მისი გადატანა საკმაოდ იოლია თუმცა ორგანიზმს ისიც სტრესავს და მისი გამოყენება მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ შეიძლება.
- ამ დიეტის დროს საკვების ბოლო მიღება 19 საათზე უნდა მოხდეს.
- აკრძალულია ცომეული, შაქარი, მარილი, ალკოჰოლი, შემწვარი და შებოლილი საკვები.
- ნებადართულია ნებისმიერი ბოსტნეული კარტოფილის გარდა, ნებისმიერი ხილი – ბანანის, ლეღვისა და ყურძნის გარდა. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი მწვანილი, წიწიბურას, შვრიისა და ბრინჯის ფაფები რომლებსაც დაამზადებთ წყალზე, მარილისა და შაქრის გარეშე.
- ყოველდღიურად უნდა დალიოთ 1,5 – 2 ლიტრი წყალი
- საუზმე, სადილი და ვახშამი ამ დიეტის განმავლობაში ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა მიირთვათ.
ინგლისური დიეტა მენიუს სამ ვარიანტს მოიცავს. რძის დღეები – პირველი 2 დღე, შემდეგი 2 დღე – ცხორცეულის დღეებია, მათი მომდევნო ორი დღე ხილ-ბოსტნეულს ეთმობა, ბოლო ორი დღე კი კვლავ რძის დღეებია.
რძის დღეები
- საუზმე-ერთი ჭიქა რძე და 1 ნაჭერი შავი პური.
- სადილი-ერთი ჭიქა რძე.
- სამხარი-ერთი ჭიქა რძე და 1 ნაჭერი შავი პური.
- ვახშამი-ერთი ჭიქა რძე.
- ძილის წინ -ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ხორცეულის დღეები
- საუზმე – 1 ჭიქა შავი ყავა ან ერთი ჭიქა რძე, 1 ნაჭერი შავი პური კარაქით, 1 ჩაის კოვზი თაფლიც ნებადართულია.
- სადილი -ერთი ჭიქა ხორცის ბულიონი, მოხარშული ხორცი (100 გრამი საქონლის ხორცი ან ინდაურის), სალათის ფოთოლი ან 2 სუფრის კოვზი დაკონსერვებული ბარდა.
- სამხარი- ერთი ჭიქა ჩაი ან რძე.
- ვახშამი – ორი ცალი მოხარშული კვერცხი და 50 გრამი ყველი, შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა კეფირი და 1 ნაჭერი შავი პური მიირთვათ.
ბოსტნეულის დღე
- საუზმე-ვაშლი ან ფორთოხალი (2 ცალი .) ან 1 გრეიფრუტი.
- სადილი- 1 ჭიქა ბოსტნეულის წვნიანი დამზადებული ისპანახის, ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოსგან, 1 ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის სალათი ან წიწაკა, ფაშირებული ბოსტნეული ან ჩაშუშული ბოსტნეულის რაგუ (200 გრამი).
- სამხარი – ხილი (გარდა მენიუდან გამორიცხული ხილისა ), 1 ჭიქა კეფირი.
- ვახშამი – ჭარხლისა და სტაფილოს სალათი (150 გრამი), შეზავებული ლიმონის წვენით და ზეთი, 1 ნაჭერი შავი პური, ერთი ჭიქა ჩაი – 1 კოვზი თაფლით.
ამ დიეტის პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ მასში ყველა სახის საკვებია და ეს ორგანიზმის “დამშევას” არ იწვევს. გაითვალისწინეთ, რომ ისევე როგორც სხვა დიეტები არც ეს დიეტა შეიცავს როგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ შეიძლება მის პარალელურად ვიტამინების კომპლექსის მიღება მოგიწიოთ.
იმისთვის, რომ დაკლებული წონა შეინარჩუნოთ, თქვენს რაციონში კალორიებს ნელ-ნელა მოუმატეთ. ასევე რეკომენდებული დიეტის შემდეგ 10 დღის განმავლობაში 200 გრამი ხაჭო მიირთვათ ყოველდღიურად.