წითელი ქარი ( ერიზიპელასი ) – მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანის თავისებური ანთება; გამომწვევია წითელი ქარის სტრეპტოკოკი. ავადმყოფობა იწყება კანის შეწითლებითა და სიცხით.
გთავაზობთ შემდეგ სამკურნალო 2 რეცეპტს:
- არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი წაუსვით დაზიანებულ უბანს, ხოლო ზემოდან დაადეთ კომბოსტოს ფოთოლი, შემდეგ შემოახვიეთ ცელოფანი და შებინტეთ. 24 სთ-ის შემდეგ ხელახლა გადაიხვიეთ, მაგრამ ზეთის მაგივრად გამოიყენეთ მაწონი ან კეფირი. ასეთი გადახვევები გაიკეთეთ არანაკლებ სამჯერ. შემდეგ შეურიეთ ერთმანეთში 30 გრ ვაზელინი, 2 გრ სტრეპტოციდი და დაიდეთ დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად, ხოლო ზემოდან – კომბოსტოს ფოთოლი, ცელოფანი და ბინტი. ასეთი საცხი უნდა გამოიყენოთ სრულ განკურნებამდე. ზოგს შეიძლება 3 კვირა დასჭირდეს, ზოგს კიდევ ნაკლები ან მეტი. კომბოსტო უნდა იყოს მხოლოდ თეთრი.
- წითელი ქარის სამკურნალოდ ფეხზე აიღეთ წითელი ბამბის ქსოვილი, დააყარეთ მასზე თეთრი ცარცის ფხვნილი. დაიდეთ ქსოვილი ცარცით ფეხზე ( თვალი მიადევნეთ, რომ ფხვნილი არ გადმოიყაროს ). ბინტით მჭიდროდ შეიხვიეთ, შეგიძლიათ ელასტიკური სახვევი გამოიყენოთ. სახვევი ცვალეთ დილით და საღამოთი. ყოველი გამოყენების შემდეგ ქსოვილი გაირეცხეთ და გააუთოვეთ. თუ მკურნალობა გაგიხანგრძლივდათ, შედეგისთვის ღირს მოთმინება!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს