7 პროდუქტი რომლებიც კურკიანად უნდა მიირთვათ

3477

კურკებს არავინ წყალობს და უხარიათ კიდეც თუ უკურკო ფორთოხალი ან ნაკლებ კურკიანი საზამთრო შეხვდებათ. ნაყოფის თესლი არ არის განსაზღვრული იმისთვის, რომ ორგანიზმისთვის რაიმე სარგებელი მოიტანოს. მას ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ დაუზიანებლად გადის ადამიანის და ცხოველის კუჭ-ნაწლავის სისტემას და თითქმის მთელი ტოვებს მას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხილის კურკებიანად ჭამა ორგანზმისთვის მავნეა, უბრალოდ მათგან სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად მათი კარგად დაღეჭვაა საჭირო. ამ სტატიაში იმ 7 საუკეთესო ხილის შესახებ შეიტყობთ, რომელთა ჭამაც კურკებით აჯობებს.

კურკები რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და საფრთხეს არ წარმოადგენს

საზამთროს კურკები-საზამთროს კურკები არავის უყვარს მაგრამ სულ ტყუილად, ის ხომ თუთიასა და რკინას შეიცავს, ასევე მდიდარია ბოჭკოთი და ცილით – 1 გრამი – 24 მარცვალზე. ასევე დამტკიცებულია, რომ საზამთროს კურკებს სისხლში შაქრის დონის დარეგულირება შეუძლია. ის აუმჯობესებს კანის მდგომარეობასაც. აქ რა თქმა უნდა სათბურში მოყვანილ ნაყოფზე არ არის საუბარი.

ნესვის კურკები-ნესვის კურკებს თუ დაღეჭვის გარეშე შეჭამთ, ისინი თქვენს ორგანიზმს ბუნებრივი გზით ძალიან მალე დატოვებენ და როგორც გამხსნელი საშუალება ისე იმოქმედებენ, თუმცა შემდეგში ეცადეთ ნესვის კურკები კარგად დაღეჭოთ რათა მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების მიღება შეძლოთ. ნესვის კურკები მდიდარია А ვიტამინით, ფოსფორით, ცილით, კალიუმით და ფერმენტებით რომელიც კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

ყურძნის კურკები-ალბათ უკვე იცით, რომ წითელი ღვინო და ყურძენი რესვერატროლის უმდიდრეს წყაროს წარმაოდგენს, ის ებრძვის სიმსივნეს, ზრუნავს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, აფერხებს ალცჰეიმერის განვითარებას. ეს სასარგებლო ნივთიერება ყურძნის კურკებშიც მოიპოვება – Е ვიტამინთან და ლინოლევის მჟავასთან ერთად.

კივის თესლი-ალბათ არ მოიპოვება ადამიანი რომელიც კივისგან პაწაწინა კურკების გამოცლას დაიწყებს ან რომელსაც ეს კურკები ორდნავ მაინც აწუხებს, თუმცა აუცილებელია მათი დადებითი თვისებები ვახსენოთ: მათში ძალიან ბევრი Е ვიტამინის შედის, რომელიც იდეალურ კანზე, ჯანმრთელ თმასა და ფრჩხილებზეა პასუხისმგებელი. ისინი ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავენ, რომლებიც ანთებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

ციტრუსები-ლიმონისა და ლაიმის კურკებში საკმარისი რაოდენობის სალიცინის მჟავა შედის, ეს უკანასკნელი კი ასპირინის მთავარი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ – თავის ტკივილის დროს მათი კურკები კარგად უნდა დაღეჭოთ, ისინი აბებზე უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა. რაც შეეხება ფორთოხლის კურკებს – ისინი ვიტამინ B17-ს შეიცავენ, ის ებრძვის სოკოს და სიმსივნურ დაავადებებს. არ დაგვავიწყდეს, რომ კურკების სასარგებლო თვისებების გამოსაყენებლად აუცილებლად უნდა დავღეჭოთ ისინი.

ბროწეულის კურკები-ბროწეულის კურკები განსაკუთრებით მდიდარია პოლიფენოლებით, კვარცეტინით და ანტოციანებით. ეს ნივთიერებები აუცილებელია გულის ჯანმრთელობისთვის, ისინი ხელს უშლიას სიმსივნური უჯრედების განვითარებას. ანტოციანებს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

ფინიკის კურკა-ფინიკის კურკა ნაყოფზე გაცილებით მეტ ცილას და ცხიმებს შეიცავს. ის გახლავთ ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების წყარო, როგორიცაა: სელენი, სპილენძი, კალიუმი და მაგნიუმი. ფინიკის კურკის ფხვნილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხვადასხვა ანთებითიდაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

კურკები რომელთა ჭამაც არ შეიძლება-ატმის, ვაშლატამას, ქლიავის, გარგარის და ალუბლის კურკები ისეთ ნივთიერებას შეიცავს რომელიც დაღეჭვის შემთხვევაში ციანიდად გადაიქცევა. მისი მცირე რაოდენობაც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი რისკი აღმოჩნდეს.ვაშლის და მსხლის კურკებიც ციანიდს შეიცავენ, თუმცა ძალიან მცირეს და შესაბამისად ის ორგანიზმისთვის აფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ამ კურკებს ყოველდღიურ რაციონში მაინც ნუ შეიტანთ.ავოკადოს კურკა ნაკლებ ტოქსიკურია, მართალია მას არავინ მიირთმევს მაგრამ, მაინც იცოდეთ, რომ ავოკადოს კურკას კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის დარღვევა შეუძლია და ალერგიულ რეაქციებსაც იწვევს.