7 სასარგებლო პროდუქტი, რომელიც რაციონში ყველამ უნდა ჩართოს

825

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მარტივი პროდუქტები აუცილებელია! სწორედ ისინი გვეხმარებიან ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებაში, ამიტომ მაცივრის დახლებზე სასწრაფოდ დაამატეთ.

კვერცხი-კვერცხი მდიდარია ცილებით, შეიცავს A, E, D, B12, B3 ვიტამინებს. კვერცხი გული შეიცავს ლეტიცინს, რომლებიც ღვიძლის და სისხლძარღვების მუშაობას არეგულირებენ, და ლუტეინს, რომელიც მხედველობისთვის აუცილებელია. ასევე კვერცხი შეიცავს ნიაცინს, რომელიც ტვინის მუშაობას მხარს უჭერს, და ქოლინს – ნივთიერება, რომელიც სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

ჰერკულესი-ჰერკულესი სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების შემცველობით ფაფებს შორის ლიდერია. მასში შედის ფოსფორი, იოდი, კრემნიუმი, კალიუმი, კალციუმი, თუთია, B ჯგუფის ვიტამინები, C, A, E ვიტამინები. ჰერკულესი სისხლძარღვების გაწმენდას და კუჭ–ნაწლავის დაავადებების მკურნალობას ხელს უწყობს. ამასთან ცოტა კალორიას შეიცავს.

რძე-რძე კალციუმის უცვლელი წყარო, რომელიც აუცილებელია კბილების, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. რძე ღირებულია, როგორც ვიტამინების წყარო. მაგალითად B12 ვიტამინი ორგანიზმში ენერგეტიკულ ცვლას უზრუნველყოფს, ცხიმებს და ნახშირწყლებს სასარგებლო ენერგიად აქცევს. ზოგიერთი ადამიანისთვის რძის მოხმარებას ახლავს აუტანლობის სიმპტომები: შებერილობა, ღებინება, დიარეა და ა.შ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ცილა A1–თან. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მიიღოთ რძე, რომელიც ცილა A2–ს შეიცავს.

ისპანახი-ვიტამინების და მინერალების ასეთი მდიდარი შემადგენლობა ძალიან იშვიათად გვხვდება. მასში შედის უჯრედისი, A, E, C, H, K ვიტამინები, B ჯგუფის ბევრი ვიტამინი, ბეტა–კაროტინი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია. ისპანახის ფოთლებში შედის ძალიან ბევრი ცილა: უფრო მეტს მხოლოდ პარკოსანი (ახალი ლობიო და მწვანე ბარდა) შეიცავს.

სტაფილო-სტაფილო შეიცავს ბეტა–კაროტინს – ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ჩონჩხის ფორმირებასა და ძვლების უჯრედების განახლებაში მონაწილეობს. მისგან მიღებული A ვიტამინი მხედველობას და იმუნიტეტს აძლიერებს. სტაფილო შინაგანი ქსოვილებიდან და ორგანოებიდან თავისუფალ რადიკალებს გამოდევნის, რომლებიც სიმსივნის უჯრედების გამრავლებას ხელს უწყობენ. ამასთან, სტაფილო ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს.

ზეითუნის ზეთი-ზეითუნის ზეთი შეიცავს ბევრ ოლეინის მჟავას, რომელიც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და ქოლესტერინის დონის შემცირებას ხელს უწყობს. მასში შედის ბევრი E ვიტამინი, რომელიც A და K ვიტამინების ათვისებაში მონაწილეობს. ზეითუნის ზეთს ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, სისხლძარღვებს აძლიერებს და მას უფრო მოქნილს ხდის.

ვაშლი-ვაშლის სასარგებლო თვისებების გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია: ის ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საგანძურია, რომლის ბალანსი ორგანიზმს აახალგაზრდავებს და იმუნიტეტს აძლიერებს. ვაშლი შეიცავს უჯრედისს, კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, A, B1, B2, B3 ვიტამინებს. მასში შედის უფრო მეტი C ვიტამინი, ვიდრე ფორთოხალში. ვაშლის გულის და ფილტვების მდგომარეობას აუმჯობესებს და სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს