ხშირად ვწუწუნებთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი არასწორად მიმდინარეობს, და ვერ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემებს თავად ვიზიდავთ. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჩვევები და დამოკიდებულებაც, რომელიც მთელ პოზიტიურ ენერგიას იწოვს. სავარაუდოდ, ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა.ჩვენ თავად ვართ საკუთარი ქმედებების ანარეკლი. როცა სიკეთეს ვავრცელებთ, სანაცვლოდ იმავეს ვიღებთ, ჩვენი პროექტები მუშაობას იწყებს, ოცნებები ხდება და ბედნიერება მთლიანად გვიპყრობს.მეორე მხრივ, ნეგატიური ქცევებიც გარდაუვალ შედეგებს იწვევს, რომლებიც თავად ჩვენც და სხვებსაც ზიანს აყენებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რომელ შეხედულებაზე უნდა თქვათ უარი, რომ სრულყოფილად იცხოვროთ. ამაში ტესტი დაგეხმარებათ.
თქვენი ამოცანაა ექვსი ხელიდან ერთ–ერთი აირჩიოთ და გაარკვიოთ, თუ ბედნიერი ცხოვრებისთვის რა უნდა შეცვალოთ სასწრაფოდ!
თუ თქვენ აირჩიეთ:
ხელი 1 – თქვენ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ხართ, ამიტომ ბევრი მეგობარი არ გყავთ. შესაძლოა, ეს წარსულში გარკვეული ტრავმით არის განპირობებული.ახლა ცვლილებების დრო მოვიდა. სხვებს უფლება მიეცით გაგიცნონ ისეთი, როგორიც ხართ – ეს არც ისეთი „საშინელია“ როგორც ფიქრობთ.გახსოვდეთ, ყველა ადამიანი ერთნაირი არაა, ამიტომ ადამიანების უმეტესობა შეიძლება კარგი და კეთილი იყოს. სამყაროს ნამდვილი მე აჩვენეთ.
ხელი 2 – ძალიან კეთილი და გულწრფელი ადამიანი ხართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს სხვების დასახმარებლად. ეს საქებარია, თუმცა ყველასთან ზედმეტი სიკეთის გამოჩენა ყოველთვის კარგი არაა.გარშემომყოფებს ყურადღება დაუთმეთ და თავი მიუძღვენით მათ, ვინც თქვენს მიმართ იმავეს აკეთებს. ბევრი უბრალოდ საკუთარი მიზნების მისაღწევად გიყენებთ.ეცადეთ ადამიანების მიმართ უფრო მომთხოვნი იყოთ, რაც მომავალში იმედგაცრუებებს თავიდან აგაცილებთ.
ხელი 3 – ეს გამოსახულება აჩვენებს, რომ თქვენში ეგოიზმი ჭარბობს. ფიქრობთ, რომ თქვენი ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო ცხოვრებაზე ხედვა ყველაზე სწორია.ვინმეზე ან რაიმე სიტუაციაზე მორგება არ გიყვართ, რადგან ელოდებით, რომ ამას თქვენს ნაცვლად სხვები გააკეთებენ. საკუთარ მიზნებზე იმდენად კონცენტრირებული ხართ, რომ მიზნის მისაღწევად მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ.სცადეთ იყოთ უფრო ალტრუისტული, ნაკლებად ეგოისტური და უფრო გამგები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საკუთარმა ეგომ მოგატყუოთ და წარუმატებლობა განიცადოთ.
ხელი 4 – საკუთარი თავისთვის დრო უნდა გამოყოთ, რადგან არც კი გახსოვთ ბოლოს როდის გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი ან როდის აიღეთ შვებულება, რომ დატკბეთ იმით, რაც ყოველთვის გიყვარდათ.ოჯახის, მეგობრების პრობლემები იმდენად გაწუხებთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა გავიწყდებათ და ამან შეიძლება დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მოგაყენოთ.პირველ რიგში, საკუთარი თავის შეყვარება და საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლეთ!
ხელი 5 – ორჭოფობა მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით. არ გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.სამსახურის, თქვენი იდეების და პროექტების ხვალისთვის გადადება შეწყვიტეთ, რადგან ამან შეიძლება პროფესიულ და პირად ცხოვრებაში თქვენს რეპუტაციაზე გავლენა იქონიოს.თქვენ მიზნების მიღწევას ვერ შეძლებთ, რადგან ყველაფერს მომავლისთვის დებთ, ეს კი არ ვარგა.
ხელი 6 – წარსულში დარდმა მოგკლათ, ამიტომ ცხოვრებაში დაბრუნება გაშინებთ. შიგნით საკუთარი თავის ტანჯვას მოეშვით და ბედს თქვენს ცხოვრებაში საკუთარი როლის თამაშის უფლება მიეცით.საკუთარ თავს სიყვარულის თავიდან შეგრძნების უფლება მიეცით, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს ჯადოსნურ განცდებს წაართმევთ. სიყვარული ერთ–ერთი დიდებული გრძნობაა და მის გარეშე ცხოვრებამ შეიძლება მიგიყვანოთ იმ ბედნიერების გარეშე ცხოვრებამდე, რაც ღმერთმა თქვენთვის მოამზადა.