ვაშლის ძმარი – ეს არამხოლოდ პოპულარული და სასარგებლო სანელებელია. მას ხილის ფერმენტაციით იღებენ, ეს უკანასკნელი ფერმენტაციით მიირება რომელიც პროდუქტს ცოცხალი კულტურებით, მინერალებით და მჟავებით ამდიდრებს, რაც ამ პროდუქტეს თმის მოვლის არაჩვეულებრივ შინაურულ საშუალებად აქცევს.
ძმარს თმის კანის მდგომარეობის გასაუმჯობესელ საშუალებად იყენებე, თუ თმის არეში კანი გექავებათ, გექერცლებათ და თმა იოლად გიციმიანდებათ, აფთიაქში გაქცევის სანაცვლოდ აჯობებს ბებიების ძველ მეთოდს მიმართოთ. ვაშლის ძმარი გაამაგრებს თმის სტრუქტურას, გააუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას და თმას ჯანმრთელობას შეჰმატებს.
ძმრის სარგებელი თმისთვის
- ღრმად წმენდს თავის კანს – ცხიმი, ჭუჭყი და კოსმეტიკური პროდუქტების ნარჩენები, რომლებიც დროდადრო თქვენს თმაში გროვდება, იოლად გამოირეცხება ძმრიტ, ხოლო თავად თმები კი ხელშეუხებელი რჩება.
- აჩქარებს თმის ზრდას და აჩერებს თმის ცვენას – ვაშლის ძმარი თავის კანს ბაქტერიებისგან იცავს, ხელსუწყობს pH დაბალანსებას. ძმრის მჟავა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს სკალპში ნივთიერებათა ცვლას. ეს ახალი თმის ზრდას უწყობს ხელს და ძველი თმაც ადგილზე რჩება (აღარ გცვივათ).
- ანიჭებს მოცულობას, მბზინვარებასა და სირბილეს – თმა დაიწყებს ბზინვას, გაუჩნდება სიგლუვე, იოლად დაივარცხნება და გაგახარებთ მოცულობით – თმისთვის ვაშლის ძმრის გამოყენებას დაიწყებთ. ეს საშუალება თმის ზედაპირს აგლუვებს რისგანაც ისინი შუქის არეკვლას იწყებენ.
- აცილებს ქერტლს და ქავილს – ძმარი შინაურულ მადეზინფიცირებელ საშუალებად გამოიყენება. ის აცილებს ბაქტერიებსა და სოკოს, რომელსაც თავის კანის პრობლემები შეიძლება გამოიწვიონ, ხსნიან ქავილს და ინფქციურ ანთებას.
- იცავს თმის ფერს – თმაზე ძმრის გადავლება ყოველ 3-4 დრეში, შეღებილ თმას ფერის უფრო დიდი ხნით შენარჩუნებასი ეხმარება. ძმარი თმანს პიგმენტის გამორეცხვისგან იცავს.
როგორ გამოვიყენოთ ძმარი თმისთვის
პირველი საშუალება: აურიეთ მესამედი ჭიქა ვაშლის ძმარი, 1 ლიტრი წყალი, ჩაასხიტ პულივიზატორში და კარგად აურიეთ. შეინახეთ აბაზანაში, რათა თმის დამატენიანებელი საშუალება ყოველთვის ახლოს გქონდეთ. გამოიყენეთ კონდიციონერის სახით, თავის დაბანის შემეგ. სუნზე ნუ იდარდებტ: ის თმის გაშრობისთანავე განიავდება.
მეორე საშუალება: ძმრისა და წყლის ნარევითმის კანზე დაიტანეთ – ტავის შამპუნით დაბანის შემდეგ, დაიმასაჟეთ კანი და 30 წუთი დაიტოვეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ ტბილი წყლით. ასევე 1/4 ჭიქა ვაშლის ძმრის თქვენს შამპუნში შერევაც შეიძლება, ეს უკანასკნელი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.
შედეგები თვალნათლივ შესამჩნევი 3-4 კვირის შემდეგ გახდება, იგრძნობთ რომ თქვენი თმის ხარისხი გაუმჯობესდა და თავის დაბანა კი უფრო და უფრო იშვიათად გიწევთ.