რა უნდა ვიცოდეთ ვარდკაჭაჭას შესახებ და რა სასმელები მოვამზადოთ მისი დახმარებით.

1123

ვარდკაჭაჭა – მრავლწლოვანი მცენარეა შუაზღვისპირეთიდან. მას ძველ ეგვიპტეშიც კი იყენებდნენ ს და XVIII ასწლეულში, ფრანგებმა მისი ფესვით ყავის ჩანაცვლება დაიწყეს.საზღვარგარეთ ვარდკაჭაჭას სმას დღემდე აგრძელებენ. მაგალითად ინდოეთის ყავახანებში ყავის შეკვეთისას უნდა დააზუსტოთ რომ სუფთა ყავა გინდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარდკაჭაჭას სასმელს მოგიტანენ სადაც ყავის შემცველობა მაქსიმუმ 40% იქნება.

ვარდკაჭაჭას სასარგებლო თვისებები

ვარდკაჭაჭას ფესვი ინულინს შეიცავს – პოლისაქარიდს, რომელიც სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას ახდენს. სწორედ ამიტომ ის დიაბეტის დროს არის რეკომენდებული. ის შეგიძლიათ ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ გამოიყენოთ, რადგან ის პრებიოტიკის როლს ასრულებს და აღადგენს მიკროფლორის ბალანსს. B1, B2, A, C და Е ვიტამინების წყალობით ის ებრძვის ძილიანობას და მხნეობასაც მატებს, დადებითად მოქმედებს კანისა და სახის ფერზე. ამ მცენარეში კალიუმისა და მაგნიუმის შემადგენლობა დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. მისი დალევა ტახიკარდიის, ჰიპერტონისს, ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადებების დროსაც შეიძლება.

შეიძლება თუ არა ყავის ვარდკაჭაჭათი ჩანაცვლება: გემრიელი სასმლის მისაღებად აჯობებს ყავა და ვარდკაჭაჭა ერთმანეთს შეურიოთ 60:40 შეფარდებით. ასეთ შემთხვევაში ვარდკაჭაჭა ყავის გემოს უფრო გემრილს გახდის. ვარდკაჭაჭას უხდება რძე, ნაღები და სუნელები. თუ თქვენს ორგანიზმს კოფეინსგან დასვენება ჭირდება კვირაში 2-3-ჯერ ვარდკაჭაჭა მიირთვით.

ყავა ვარდკაჭაჭასა და რძისგან

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩაის კოვზი ვარდკაჭაჭა
  • 70-100 მილიგრამი ცხელი წყალი
  • 50 მილიგრამი რძე
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაყარეთ ჭიქაში ვარდკაჭაჭა და შაქარი. დაასხით ცოტა მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ
  2. დაასხით დარჩენილი წყალი. ათქვიფეთ რძე აქაფებამდე და ჩაასხით ჭიქაში

ვარდკაჭაჭას გლასე

დაგჭირდებათ:

  • 150 მლ ვარდკაჭაჭას სასმელი
  • 70-100 გრამი შოკოლადის ნაყინი
  • 20-30 მილიგრამი ნაღები
  • 5-6 კუბი ყინული
  • გახეხილი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

  1. მაღალ ჭიქაში ჩაყარეთ ყინული. დაასხით ვარდკაჭაჭას გაცივებული სასმელი
  2. 2. ჩადევით ჭიქაში ნაყინი. ზემოდან მოათავსეთ ნაღები და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

ვარდკაჭაჭას კოქტეილი რძით

დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ბანანი
  • 2 სუფრის კოვზი ვარდკაჭაჭა
  • 1 მწიკვი დარიჩინი
  • 1 მწიკვი მუსკატის კაკალი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება – აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. კარგად ათქვიფეთ და გაანაწილეთ ჭიქებში.

ვარდკაჭაჭა კაკაოთი

დაგჭირდებათ:

  • 250 მლ. რძე
  • 250 მლ. ვარდკაჭაჭა
  • 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება

  1. გააცხელეთ რძე ქვაბში. ცაყარეთ კაკაო და აურიეთ.
  2. დაუმატეთ ვარდკაჭაჭა და აურიეთ სასმელს. ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. გაანაწილეთ სასმელი ჭიქებში და დაუმატეთ თაფლი გემოვნებით.

ცხელი შოკოლადი ვარდკაჭაჭათი

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. შედედებული რძე
  • 2 ჩ.კ. გახეხილი შოკოლადი
  • 1,5 ჩ.კ. ვარდკაჭაჭა
  • 2 ჩ.კ. შაქარი

მომზადება

  1. აურიეთ ჭიქაში ვარდკაჭაჭა, კაკაო, შაქარი, გახეხილი შოკოლადი და შედედებული რძე.
  2. დაასხით ნარევს მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, რათა ბოლომდე გაიხსნას.

გაითვალისწინეთ, რომ ვარდკაჭაჭას სასმელების გამოყენებას უკუჩვენებებიც აქვს. არაა რეკომენდებული მისი გასტრიტის, მაღალი მჟავიანობის, კუჭის წყლულის, შარდ-კენჭოვანი დაავადებებისა და პანკრეატიტის დროს მიღება. ვარდკაჭაჭას არა მხოლოდ სასმელებში, არამედ კექსებსა და ღვეზელებშიც უმატებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს