მაღაზიის დახლებზე ლამაზად დაწყობილი ბანანების კონა პირდაპირ მიზიდავს, რადგან მათი გარეგნობა ზეციურ სიამოვნებას მპირდება. პრაქტიკულად, ყველაზე ლამაზი ნაყოფისკენ ხელი თავისით მიიწევს!
დღეს პატარა ექსპერიმენტის ჩატარებას გთავაზობთ: 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე 2 ბანანი შეჭამეთ, მაგალითად საუზმის და სადილის შორის წასახემსებლის სახით. გარეგნობის და განწყობის ცვლილებებით უბრალოდ გაოცებული დარჩებით!
ბანანის ღირებული უპირატესობა
დეპრესია
ბანანი მდიდარია ტრიპტოფანებით, რომელიც მოდუნებას და ემოციურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ემოციური ვარდნის ან დროებითი უსიამოვნების დროს ბანანი ფუნთუშაზე ან ნამცხვარზე უკეთ დაგეხმარებათ.
გასტრიტი და გულძმარვა
ეს ტკბილი ნაყოფი გულძმარვის სიმპტომებს ეფექტურად აქრობს, ადვილად ითვისება და კუჭის კედლებს გარსს ეხვევა.
არტერიული წნევა
ბანანი მთავარი ნივთიერების, კალიუმის მდიდარი წყაროა, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირებას და გულის მუშაობას ხელს უწყობს.
ტვინის მუშაობა
ექიმები რაციონში ბანანის დამატებას ურჩევს ყველას, ვინც გონებრივი სამუშაოთი დაკავებულია, ასევე სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს. ბანანი ტვინის მუშაობას სტიმულირებს და შფოთვის სიმპტომებს ხსნის, რაც ხშირად სწორი გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლის.
საჭმლის მონელება
უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით ბანანი ნაწლავების მოძრაობას ხელს უწყობს და განავლის რეგულირებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, მისი რეგულარული მიღების პირობებში.
სექსუალური ლტოლვა
ბანანი შესანიშნავი აფროდიზიაკია. B6 ვიტამინი, რომლითაც ეს ტკბილი ნაყოფი მდიდარია, ასევე კალიუმი და მაგნიუმი, სექსუალურ ლტოლვაზე პასუხისმგებელი ჰორმონების წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბანანი დაგეხმარებათ ბედნიერების შეგრძნებასა და მოდუნებაში. სასარგებლოა ქალებისა და კაცებისთვის!
წონაში დაკლება
100 გრ ბანანი მხოლოდ 90 კალორიას შეიცავს. თუ საუზმეს ბანანით ჩაანაცვლებთ ან შვრიის ფანტელებთან ერთად მიირთმევთ, დიდხანს დანაყრდებით, ხოლო მიღებული ნახშირწყლები სხეულის ფორმებს არ დააზიანებს. ვარჯიშის შემდეგ ნახშირწყლების მარაგს ბანანით შესანიშნავად ივსებენ.
ბანანი ჩვენ სუფრაზე მოსახვედრად გრძელ გზას გადის.
სამწუხაროდ, რომ ბანანის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება. დიაბეტიკებმა, თრომბოფლებიტის და სპეციფიკური ალერგიის მქონე ხალხმა ამ ნაყოფის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.