ჩვეულებრივ, ეს პრობლემა კანზე არსებული თმის ფოლიკულების ობსტრუქციის შედეგად ჩნდება. მას სახის აკნეს შესახედაობა აქვს, მაგრამ, ჩვეულებრივ უფრო დიდი რაოდენობით ჩნდება, იწვევს გაღიზიანებას და არაესთეტიური შესახედაობა აქვს.ზოგიერთ შემთხვევაში ისინი პილარული კერატოზით არიან გამოწვეული, ეს არის მდგომარეობა რომლის დროსაც კარეატინის ცილა უერთდება ფოლიკულებს და გროვდება. კოსმეტიკური პროცედურების მეშვეობით მისი მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება. ასეთი კოსმეტიკური საშუალებაა სკრაბი. ამ სტატიაში 5 საინტერესეო რეცეპტს შემოგთავაზებთ, ისინი განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ როდესაც მსგავსი პრობლემა გაწუხებთ.
1. ნატურალური იოგურტი და თაფლის სკრაბი – ნატურალური იოგურტი რძემჟავას შეიცავს, ის უერთდება თაფლის ანტიმიკრობულ ნაერთებს და ამქერცლავ მასალას გვაძლევს, რომელიც ხელებზე მუწუკების რაოდენობას შეამცირებს. მისი გამოყენება კანის рН-ს არეგულირებს და გვეხმარება დაზიანებული ფოლიკულების ანთებითი პროცესის შემცირებაში.
ინგრედიენტები:
- 5 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი (100 გრამი)
- 1 სუფრის კოვზი თაფლი (25 გრამი)
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი (10 მილიგრამი)
მომზადება: მოათავსეთ ინგრედიენტები ჯამში და ურიეთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე.
გამოყენების რეჟიმი:
- სკრაბი ხელებზე შეიზილეთ, წრიული სამასაჟო მოძრაობებით.
- დაიტოვეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ
- გაიმეორეთ კვირაში სამჯერ
2. ასპირინი და თაფლის სკრაბი – სალიცინის მჟავა, რომელიც ასპირინს შეიცავს, წარმოადგენს კანის ამქერცლავ კომპონენტს, ის ამ გზით აშორებს ცხიმის იმ ნარჩენებს და მინარეებს რომლებიც მუწუკებს იწვევენ.ამ შემთხვევაში ჩვენ ვაერთიანებთ მას ანტიმიკრობულ და ანტებისსაწინააღმდეგო მოქმედების მქონე თაფლთან. ასე ვიღებთ მკურნალობს იდეალურ მეთოდს კანის ჯანმრთელობის აღსადგენად.
ინგრედიენტები:
- 5 ასპირინი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი (75 გრამი)
მომზადება:დაფხვენით ასპირინი და აქციეთ ფხვნილად, აურიეთ თაფლთან.
მიღების წესი:
- წაისვით პროდუქტი პრობლემურ ზონებში და დაიტოვეთ 20 წუთით.
- ჩამოიბანეთ და გაიმეორეთ 2 ან 3-ჯერ კვირაში.
3. ბიკარბონატული, ლიმონიან-თაფლიანი სკრაბი – ინგრედიენტები, რომლებსაც ამ შინაურულ სკრაბში ვაერთიანებთ, საშუალებას გვაძლევენ ის ბაქტერიები და მკვდარი უჯრედები მოვიშოროთ, რომლებიც ხელის კანში რჩებიან და ფოლიკულებს აბინძურებენ. ამასთანავე მისი რეგულარული გამოყენება ხელს უშლის მუწუკების გაჩენას და მცირე ზომის ლაქებსაც აქრობს.
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა (10 გრამი)
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი (10 მილიგრამი)
- 2 სუფრის კოვზი თაფლი (50 გრამი)
მომზადება:საკვები სოდა ჯამში ჩაყარეთ და ლიმონის წვენსა და თაფლს შეურიეთ.
გამოყენების რეჟიმი:
- წაისვით მასა ხელზე და გაიკეთეთ მასაჟი.
- დაიტოვეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.
- სკრაბი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ – აუცილებლად ღამით!
ზღვის მარილი და სკრაბი ქოქოსის ზეთით – გრანულირებული პასტა, რომელსაც ზღვის მარილისა და ქოქოსის კარაქის კომბინაციით ვიღებთ ხელის კანის დეზინფიცირებაში გვეხმარება. ასე ზემოქმედებს ბაქტერიებზე რომლებიც მის გარეგნულ იერზე ახდენს გავლენას. ეს ინგრედიენტები მკვდარ უჯრედებს გვაშორებენ და კანს უფრო რბილსა და ტენიანს ხდიან.
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი (10 გრამი)
- 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ორგანული კარაქი
მომზადება:ერთმანეთში აურიეთ ზღვის მარილი და ქოქოსის კარაქი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მოხმარების რეჟიმი:
- წაისვით სკრაბი ხელებზე და დაიტოვეთ 20 წუთი.
- დაიბანეთ და გაიმეორეთ მისი გამოყენება კვირაში სამჯერ.
5. Е ვიტამინის ზეთი და თიხის სკრაბი – თიხისა და Е ვიტამინის ნიღაბი ანთებისსაწინააღმდეგო და სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც კანზე მუწუკების რაოდენობას ამცირებს. მისი ნაერთები კანის დაზიანებულ ნაწილებს კვებავენ და გვეხმარებიან სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში რათა დაზინებული ფოლიკულების ჯანმრთელობა აღდგეს.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი მწვანე ან თეთრი თიხის ფხვნილი (20 გრამი)
- 2 კაფსულა Е ვიტამინი
- წყალი
მომზადება: ჯამში ჩაყარეთ თიხა და აურიეთ Е ვიტამინის კაფსულის შიგთავსი.
თუ ნაღებისებური პასტა არ გამოგივიდათ, დაუმატეთ წყალი და გადაურიეთ.
გამოყენების რეჟიმი: პროდუქტი დაზიანებულ ადგილებზე გაანაწილეთ და 30 წუთით დაიტოვეთ.
გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ფრთხილად დაიმასაჟეთ რათა აქერცვლა გაიოლდეს.
პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ.