ლაქტოფერმენტირებული ხახვი: ძლიერი პრობიოტიკი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს

583

სანამ ლაკტოფერმენტირებული ხახვის თვისებებზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბარი მიდის პროცესზე რომელიც ბოსტნეულს თვისებების შენარჩუნებაში ეხმარება. სიტყვა “ლაქტო” ბაქტერიების კონკრეტულ სახეობას ეხება, ეს Lactobacillus-ია, შტამი რომელიც მცენარეების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედაპირზეა მოთავსებული. თავიდან ისინი რძის ფერმენტებში იპოვეს, შემდეგ კი კონსერვირებულ ან ფერმენტირებულ ბოსტნეულში.ლაქტოფერმენტირებული ხახვი – განსაკუთრებით საინტერესო საშუალებაა ამ ბოსტნეულის დადებითი თვისებების გასაუმჯობესებლად. ისევე როგორც სხვა პრებიოტიკების შემთხვევაში, მისი მომზადებაც სახლის პირობებშია უმჯობესი.მის მოსამზადებლად რეკომენდებული ჰიმალაის მარილის ან ზღვის მარილის გამოყენება, რადგან რაფინირებულ მარილს არ გააჩნია მათი მსგავსი დადებითი თვისებები. მირებული პროდუქტი შეგიძლიათ სალათებში, ბუტერბორდებსა და სხვა რეცეფტებში დაამატოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხახვი
  • 5 სუფრის კოვზი ჰიმალაის მარილი (50 გრამი)
  • 1 ლიტრი გამოხდილი წყალი
  • ფართოპირიანი შუშის ქილა

მომზადება:

  • ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და შუშის ქილასი ჩადეთ.
  • გახსენით მარილი წყალში და სითხე დაჭრილ ხახვს დაასხით.
  • დარწმუნდით, რომ ქილაში 5 სანტიმეტრამდე სივრცე დარჩა.
  • მჭირდოდ დაახურეთ ქილას ჰაერგაუმტარი თავსახური და შეინახეთ მეტ-ნაკლებად თბილ ადგილას.
  • გახსენით თავსახური ყოველ დღე, დაკონსერვებიდან 2 კვირის მანძილზე. ამგავარად ფერმენტაციის შედეგად დაგროვილი გაზები გამოთავისუფლდება.
  • 1-2 თვის შემდეგ ხახვი გამოყენებისთვის მზად იქნება.
  • თუ პროდუქტს უსიამოვნო სუნი გაუჩნდება, გადაყარეთ და პროცესი თავიდან დაიწყეთ.

როგორია ამ ლაკტოფერმენტირებული ხახვის სარგებელი? – ჯანმრთელი ბაქტერიებისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების კონცენტრაციის წყალობით, ეს ხახვი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა:

  • აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს – ამ ხახვის გამოყენება აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებას საკვების მონელების პროცესში და ხელს უწყობს ნარჩენების სწორ უტილიზაციას. ცოცხალი ბაქტერიები აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორას და ამცირებენ გაზების, ანთებითი პროცესებისა და კუჭის გაღიზიანების პრობლემებს.
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას – ნაწლავის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის ფუქნციებში. შესაბამისად მცირდება ვირუსებით, ბაქტერიებითა და საფუარით დაავადების ალბათობა.
  • გვეხმარება გახდომაში – თავისი საკვების მონელების პროცესის გაუმჯობესებისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების თვისების მეშვეობით ეს პრებიოტიკული საკვები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვისაც ჯანმრთელი გზით სურს გახდომა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს