ტუჩის ბალაზმი ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე

698

ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ გააკეთოთ ტუჩის ბალზამი რომელსაც მკვებავისა და დამატენიანებლის ეფექი აქვს.ეს სახლში მომზადებული ბალზამი გაუფერულებული, გამომშრალი და დახეთქილი ტუჩების მკურნალობისთვის გამოგადგებათ. ის არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ.

ამ ბალზამის გამოყენების უპირატესობები:

  1.  არ შეიცვავს მავნე დანამატებს
  2.  მისი გამოყენება დღეში რამდენჯერმე შეიძლება და ეს თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.
  3. ნატურალურია და ამიტომ უფრო კარგი გემო აქვს ვიდრე ქიმიურ ალტერნატივებს
  4.  მისი მომზადება ძვირი არ ჯდება

ვანილის ბალზამი

ვანილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუტია. ის იდეალური ვარიანტია რადგან ატენიანებს ტუჩებს და იცავს მათ აგრესიული გარემოსგან. კაკაოსა და შის (კარიტეს) ზეთიც ფლობენ ამ თვისებებს, ისინი აღადგენენ ტუჩის გარსს გამოშრობისას. მათ უკჩვენებები არ გააჩნიათ ამიტომ მათი გამოყენება ყველას შეუძლია.

ინგრედიენტები

  • 4 წვეთი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაო, 5 გრამი
  • ნახევარი კოვზი შის ზეტი 8 გრამი
  • ნახევარი კოვზი აბუსალათინის ზეთი, 7 გრამი
  • სუფთა და სტერილიზებული პატარა ქილა

მოათავსეთ ზეთები შუშის ჭურჭელში და გაათბეთ ცხელ წყალში ჩადების მეშვეობით. დაახლოებით 1-2 წუთის შემდეგ დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი. კარგად აურიეთ და გადაასხით პატარა ქილაში. ბალზამი მზად არის.

ბალზამი ტუჩებისთვის ვარდის ფუძეზე

  • ორი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, 32 გრამი
  • ერთი სუფრის კოვზი ჟოჟობას ზეთი, 4 გრამი
  • ნატურალური თაფლი, არასავსე ჩაის კოვზი, 1.8 გრამი
  • თაფლის ცვილი 5-7 გრამი
  • 2 წვეთი ვარდის ეთერზეთი, ასევე შეიძლება თქვენი საყვარელი ეთერზეთიც ჩანაცვლებაც
  • 20 წვეთი E ვიტამინი
  • შუშის პატარა ქილა

შუშის ქილაში, ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ თაფლის ცვილი, შემდეგ დაუმატეთ ჟოჟობას ზეთი, ქოქოსის ზეთი და თაფლი. როდესაც ყველაფერი ერთიან კონსისტენციად გადაიქცევა, გადადეთ ორთქლიდან და დაუმატეთ E ვიტამინი, ეთერზეთი და გადაასხით ქილაში.

რჩევები და რეკომენდაციები ტუჩების მიხედვისას.გამოიყენეთ სახლში დამზადებული ბალზამი რათა თავი აარიდოთ ქიმიკატების გამოყენებას.დაიტენიანეთ ტუჩები, რათა ყოველთვის ოპტიმალურ მგდგომარეობაში გქონდეთ და თავიდან აიცილოთ მათი დახეთქვა და გამოშრობა.წაისვით ბალზამი საკვების ყოველი მოხმარების შემდეგ.თქვენი ტუჩები მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი იქნება, ნებისმიერ ასაკში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს