დედამთილმა მასწავლა, თუ როგორ დავზოგო ყოველთვე 3 კუბი წყალი ძალიან მარტივად

969

ჩემი საყვარელი დედამთილის წყალობით წყლისთვის ორჯერ უფრო ნაკლებ გადასახადს ვიხდით. მოდით, ეს მეთოდი მასობრივად გამოვიყენოთ!

1. ონკანები გადაკეტეთ

როცა ხელს ვიბანთ, კბილებს ვიწმენდთ, ჭურჭელს, ხილს, ბოსტნეულს ვრეცხავთ და კაცები წვერს იპარსავენ წყალს სრული ძალით მოშვებული გვაქვს. და რატომ? უაზრო ხარჯია. ეს ჩვევა მოიშორეთ. როცა ხელს იბანთ, ნიჟარაში წყალი აავსეთ. როცა კბილებს იხეხავთ, 1 ჭიქა სუფთა წყალი დაიდეთ. ხილი/ბოსტნეული რაიმე ჭურჭელში გარეცხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამდინარე წყალი გადაავლეთ.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ყველა (დედოფლიდან დაწყებული ღარიბი უბნის ჩვეულებრივი მოქალაქით დასრულებული) ასე იქცევა. ორ ონკანს (ცხელი და ცივი წყლისთვის) აყენებენ და დაბანის წინ ნიჟარაში ურევენ.

2. ეკონომიური ავზი ან ავზი ჩარეცხვის ორი რეჟიმით დააყენეთ

უნიტაზი ბევრ წყალს ხარჯავს. ავზში შეიძლება 10 ლიტრამდე წყალი (მოდელის მიხედვით) იყოს. წარმოიდგინეთ ოთხი ოჯახის წევრი უნიტაზს დღეში რამდენჯერ რეცხავს. ეკონომიური ავზის დახმარებით ხარჯების ზუსტად 40%-ით შემცირებას შეძლებთ. უფრო მომგენიანი და ეკონომიურია.

3. აერატორი დააყენეთ

აერატორის მუშაობის პრინციპი – თავისი არსით შხაპიც აერატორია. წარმოიდგინეთ, რომ ჭურჭელს უბრალოდ გამდინარე წყლით რეცხავთ.

აერატორის მუშაობის პრინციპი მარტივია. ისინი წყლის ნაკადს ფანტავენ და ამის წყალობით მცირე ზეწოლაც საკმარისია, რომ წყლის ზედაპირზე მოხვედრა გაზარდოთ. აუცილებლად დააყენეთ.

თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ, შეგიძლიათ ფერადი აერატორი დააყენოთ. ასე ბავშვებს ხელების დაბანას სწრაფად ასწავლით.

4. წყლის დამზოგავი საშხაპე თავი გამოიყენეთ

საშხაპე თავი წყალს სხვადასხვანაირად ხარჯავენ (ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. ამაზე არც კი დავფიქრებულვარ!) აუცილებლად უფრო ნაკლებ ხარჯიანი საშხაპე თავი დააყენეთ. საინტერესო რჩევა: შხაპის მიღების 2 წუთით შემცირება 40 ლ წყლის ეკონომიას მოგცემთ. შესაძლოა, სჯობს წამზომი დააყენოთ ან ქვიშის საათი გამოიყენოთ. შხაპის მიღებისას დროის გასვლას ვერ ვხვდებით.

5. არ გამოიყენოთ უნიტაზი, როგორც სანაგვე ვედრო

სალფეთქი გადავაგდეთ – ვრეცხავთ, რაღაც საკვები ნარჩენი ჩავასხით – ვრეცხავთ. და ასე დღეში 5-ჯერ, თვეში 150-ჯერ, წელიწადში კი 1800-ჯერ. 10 ლიტრიანი ავზის პირობებში ეს წელიწადში 18 კუბური მეტრია. უნიტაზი პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენეთ.

6. სწორად ჩარეცხეთ!

დიახ, რეცხვის დროსაც ბევრ რესურს (წყალი და ელექტროენერგია) ვხარჯავთ. ხარჯების ოპტიმაზაციას შეძლებთ, თუ შემდეგ წესებს გამოიყენებთ:

1. დროთა განმავლობაში სარეცხი მანქანა თანამედროვე ვარიანტით შეცვალეთ (20-40 ლ წყლის ეკონომიის მიზნით პირდაპირ ახლა მაღაზიაში არ გაიქცეთ და ახალი სარეცხი მანქანა არ შეიძინოთ, თუ ძველი ჯერ კიდევ მუშაობს).

არჩევის დროს წყლის და ელექტროენერგიის ხარჯები ყურადღებით შეისწავლეთ. შესაძლოა, ძვირის გადახდა ღირს, მაგრამ ამით უფრო მეტ ეკონომიას გააკეთებთ. რა თქმა უნდა, გადაჭარბება არ ღირს, თუ დაზოგილი თანხის ამოღებაზე 10 წელი დაგჭირდებათ.

2. ეცადეთ, სარეცხი მანქანა ბოლომდე გაავსოთ, მაგრამ არ გადატვირთოთ. ყველაზე მარტივი, კაუჭიანი სასწორი შეიძინეთ.

რესურსების რაციონალური მოხმარების და ეკონომიის გზა სიზარმაცეზე გამარჯვებას და ახალი ჩვევების გამომუშავებას ნიშნავს. უფრო გონივრულად იმოქმედეთ – ბევრი ფული დაზოგეთ, რომელიც სამწუხაროდ, საკმარისი არასდროსაა.