სასარგებლოა ჰიპერტონიით, ნევრასთენიით, დეპრესიით, უძილობით და შაკიკით დაავდებულებისთვის.
ადამიანებზე დამამშვიდებელ ეფექტს, ვარდკაჭაჭა მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინების (სწორედ ეს ვიტამინებია პასუხისმგებელი კარგ განწყობაზე, ღრმა ძილზე, ენერგიულობასა და მხნეობაზე) დახმარებით იძლევა.
ამავდროულად ვარდკაჭაჭა მდიდარია კალიუმით (რომელიც აუცილებელია გულის ნორმალური მუშაობისთვის). გვეხმარება სისხლიდან ცუდი ქოლესტერინის გამოდევნაში, ხელს უწყობს სისხლძრღვების გაფართოებას, ზრდის ამპლიტუდას და ახდენს გულის შეკუმშვების რითმის ნორმალიზებას.
სწორედ ამ თვისებებისა და შემადგენლობის გამოა, რომ ვარდკაჭაჭას სასმელის რაციონში დამატებამ, შეიძლება დიდი სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს, რომლებიც ათეროსკლეროზით, ტახიკარდიით, გულის იშემიური დაავადებებით და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებებით იტანჯებიან.
ვარდკაჭაჭაში რკინის შემცველობა, საშუალებას გვაძლევს ის ანემიის პროფილაქტიკასა და კომპლექსურ მკურნალობაშიც ჩავრთოთ.