ხელისგულებზე არსებული ბიოლოგიურად აქტიური წერტილების გამოუყენებლობა ნამდვილი ცოდვაა. ჩინელები თვლიან, რომ ეს განსაკუთრებული წერტილები მერიდიანებზე მდებარეობენ, სადაც სასიცოცხლო ენერგია მოძრაობს. მათზე ზემოქმედებით ნებისმიერი დაავადების განკურნებას შეძლებთ.
მთელი სამყარო თქვენს ხელისგულზე ეტევა და ეს მაღალფარდოვანი სიტყვა არაა. მსგავს წერტილებზე ზემოქმედებით თავის ტკივილი და ქრონიკული უძილობა მოვიშორე. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მარტივი თერაპია თავის უკეთ გრძნობაში დაგეხმარებათ.
ცერა თითი
წერტილებზე აქტიურად რომ იმოქმედოთ, სპილენძის მონეტა გამოიყენეთ. ცერა თითის წერტილებზე ზეწოლით ელენთას და კუჭის მუშაობას დაარეგულირებთ, ასევე დეპრესიას და შფოთვას გაუმკლავდებით.
საჩვენებელი თითი
საჩვენებელ თითზე მდებარე წერტილები თირკმლის და შარდის ბუშტის მუშაობაზე არიან პასუხისმგებელნი. საჩვენებელი თითის მასაჟი სასარგებლოა მათთვის, ვინც ორჭოფობს და განწყობის სწრაფი ცვლილება ახასიათებს.
შუა თითი
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს შუა თითი დაიმასაჟეთ. გასაოცარია, მაგრამ თუ ცუდ ხასიათზე ხართ, შუა თითის მასაჟით განწყობას სწრაფად აიმაღლებთ და ტონუსს გაზრდით.
არათითი
მასზე ზეწოლით მსხვილი ნაწლავის და კუჭის მუშაობას დაარეგულირებთ. არათითის მასაჟი სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანის პრობლემები და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა აწუხებს.
ნეკა თითი
გულის და ხერხემლის პრობლების, ყელის ტკივილის და მუცლის შებერილობის დროს ყველაფერი გაქრება, თუ ნეკა თითის აქტიური წერტილების მასაჟი თქვენი ჩვევა გახდება.
ხელისგულის ცენტრში მდებარე წერტილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობას გაუმკლავდება. ხელისგულის ხორციანი ნაწილი ენდოკრინული სისტემის მუშაობაზეა პასუხისმგებელი.
ხელისგულზე სუჯოკის წერტილები დილა-საღამოს დაიმასაჟეთ: ეს თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამასთან საკმაოდ სასიამოვნო პროცედურაა.