განსაკუთრებული ჩაი დარიჩინით და ბანანით, რომელიც დაძინებასა და სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ

574

ძილი ცხოვრების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი დარღვევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს.ძილის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონია, გაღიზიანება, სტრესი, ტვინის ცუდად ფუნქციონირება და გულის პრობლემები.კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც 6 საათზე ნაკლები სძინავთ, გულის იშემიური დაავადების რისკი 23%-ით უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც 7 საათზე მეტხანს სძინავთ.ძილის პრობლემების დროს ადამიანებს გულის დაავადებები 79%-ით უფრო ხშირად აწუხებთ ვიდრე მათ, ვისაც სწორად სძინავთ.ძირითადად, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ მათ, ვისაც ღამით 7-8 საათი ეძინათ.თანამედროვე სამყაროში ადამიანებს სხვადასხვა მიზეზის გამო ძილის პრობლემები აწუხებთ.ამ ხალხს დახმარება სჭირდებათ, რომ გამოიძინონ და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გააუმჯობესონ.

ძილის დეფიციტის ნიშნები:

  • დეპრესია ან შფოთვა
  • ძალიან ადრე გაღვიძება
  • ცუდი კონცენტრაცია
  • დილით დაღლილობა
  • მეხსიერების გაუარესება

საკმარისი ძილის უპირატესობები:

  • კარგი განწყობა
  • მაღალი კონცენტრაცია და ფსიქიკური კეთილგანწყობა
  • ძლიერი იმუნური სისტემა

ძალიან ბევრი ადამიანი პრობლემების დროს საძილე აბებს იყენებს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ძილის გასაუმჯობესებლად უფრო ჯანსაღი და ნატურალური მეთოდიც არსებობს.

თქვენ ეს გასაოცარი ჩაი უნდა მოამზადოთ და დასაძინებლად დაწვეთ.

ჩაი დარიჩინით და ბანანით

აუცილებელი ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 1 პორცია დარიჩინი
  • 300 მლ წყალი

წყლით სავსე ქვაბი გაზზე დადგით და ხარშეთ. ბანანს ბოლოები მოაჭერით და წყალს დაუმატეთ. 10 წუთით გააჩერეთ და წყალი გადაწურეთ. ჩაის ჭიქაში ჩაი ჩაასხით და ცოტა დარიჩინი დაამატეთ.ეს ჩაი ძილის წინ, 1 საათით ადრე უნდა დალიოთ.ბანანის სიმდიდრე, უჯრედისი, C ვიტამინი, მაგნიუმი და კალიუმი ორგანიზმს მოდუნებაში დაეხმარება, ხოლო დარიჩინი ჩაის გემოს გააუმჯობესებს და სიმშვიდეს და ადვილად დაძინებას ხელს შეუწყობს.