ყოველი დაბანის შემდეგ ბერძნული ულუმბო გამოიყენეთ. მას სპეციფიური სუნი აქვს, ნამდვილად მოგეწონებათ! ისეთი შეგრძნება გექნებათ, რომ თაფლის სუნი აქვს.
დაგჭირდებათ თესლი და არა ფხვნილი. ფხვნილი სხვადასხვა კერძებში სუნელად გამოიყენება. ნაყენის მოსამზადებლად ფხვნილი არ გამოგადგებათ. ამბბენ, რომ თუ ბერძნული ულუმბოს ნაყენს დალევთ, ნივთიერებათა ცვლა მოგიწესრიგდებათ, ქალბატონებს კი ულუმბოს ნაყენი მკერდის გაზრდაში დაეხმარება.
ბერძნული ულუმბოს ყიდვა მაღაზიებში, სუნელების განყოფილებაში შეგიძლიათ. ის ძვირი არ ღირს, 100 გრამი თესლი 20 თვე გეყოფათ, ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ულუმბოს მთავარი დამსახურება ისაა, რომ თმას მოცულობას ყველა შემთხვევაში მისცემს, სულ ერთია თმას ფენით გაიშრობთ, თუ ბუნებრივი გზით. შეგიძლიათ დასაძინებლად სველი თმითაც დაწვეთ, ხოლო დილით კი თმა გაცილებით მოცულებითი დაგხვდებათ. მისი გამოყენება ყოველდღე შეგიძლიათ, ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ
- 2 სუფრის კოვზი თესლი ჩავყაროთ თერმოსში. დავასხათ მდუღარე და 8-10 წუთით გავაჩეროთ (შეიძლება ღამეც გავაჩეროთ).
შემდეგ შეანჯღრიეთ თერმოსი და საწურით ან მარლით გაწურეთ. გამოწურეთ თესლი. - თუკი დრო გაქვთ, ბლენდერში დაფქვით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი ზეთი (აბუსალათინის, ქოქოსის, სეზამის და ოროვანდის) და ნიღაბი თმაზე თავის დაბანამდე დაიდეთ.
- ნაყენი შეიგიძლიათ სუფთა თმაშც შეიზილოთ, განსაკუთრებული ყურადღება ფესვებს დაუთმეთ. აჯობებს ნოტიო თმაში შეიზილოთ სანამ ბოლომდე არ გაშრება, მაგრამ მისი შეზელვა გამშრალ თმაშიც შეიძლება.
- უფრო მოსახერხებელია ნაყენიპულივიზატორიან ფლაკონში გადაასხათ და მთელს თმაზე, ძირებიდან ბოლოებამდე შეისხუროთ. არაფრის ჩამორეცხვა არ გჭირდებათ, კარგი იქნება თუ მას თმაზე დაიტოვებთ.
თმის გამშრალების დროს, შეიძლება ის ოდნავ წებოვანი მოგეჩვენოთ, მაგრამ, როდესაც გაშრება – ის მსუბუქი, სუფთა და მოცულობიანი გახდება. აუცილებლად მოსინჯეთ, თმები მადლობას გეტყვიან!