დიაბეტი და სხვა პროდუქტები რომლის გამოც თვქენს შარდს ცუდი სუნი აქვს

873

ნუ დააიგნორებთ ორგანიზმის სიგნალებს, თქვენი შარდის ფერისა და სუნის შეცვლა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მაჩვენებელი იყოს.

შარდგამომყოფი სისტემა ჩვენი ორგანიზმის გასუფთავებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ შარდის სუნისა და ფერის მიხედვით შეიძლება მივხვდეთ, ორგანიზმს რამე ხომ არ უჭირს, ჩვენს საშარდე სისტემაში ხომ გადამუშავებული ნივთიერებები ხვდება.

არსებობს რამდენიმე მიზეზი რატომ შეიძლება შარდმა სუნი შეიცვალოს

  1. დიაბეტი. როდესაც თქვენს შარდს ტკბილი სუნი აქვს, ეს თქვენს სისხლში შაქრის მეტობაზე მიგვანიშნებს, ეს დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.
  2. თირკმლის უკმარისობა. ერთ-ერთი მაჩვენებელი თირკმლის უკმარისობისას – შარდის ძლიერი სუნი, მისი გამჭვირვალე ფერი და ქაფი. ამიტომ, თუ თქვენ ამ ნიშნებიდან ერთ-ერთი მაინც გაქვთ – მიმართეთ ექიმს.
  3. გონორეა. შარდი უსიამოვნო სუნით შეიძლება გონორეის მანიშნებელი იყოს, იგივეა ტკივილი შარდვისდროს. ეს წესი სხვა ვენერიული დაავადებების დროსაც მოქმედებს.
  4. კენჭები თირკმელებში. შარდის უსიამოვნო სუნი და მუქი ფერი – თირკმელში კენჭის არსებობის ნიშანია. ამ სიმპტომებს წელის არეში ტკივილიც ემატება.
  5. საშარდე გზების ინფექცია. სისხლი, ამიაკის სუნი და უცნაური ფერი საშარდე გზების ინფექციებზე მიგვანიშნებს. ეს მდგომარეობა შეიძლება ბაქტერიების ან მიკრობების გამო გაჩნდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმს მიმართოთ, რათა შესაბამისი მკურნალობა მიიღოთ.
  6. ფენილკეტონურია. ეს არის დარღვევა რომელიც ამინომჟავების მეტაბოლიზმს უკავშირდება, ძირითადად ფენილალანინს.