ვარდის წყალი – მომზადება და გამოყენება

2203

ვარდი არა მარტო ყვავილების მეფედ, არამედ სილამაზის სიმბოლოდაც ითვლება. ამ მცენარის სამკურნალო თვისებებზე ჩვენს ერამდეც საუბრობდნენ, ხოლო ვარდის წყალს, რომელიც ვარდის ფურცლებისგან მზადდებოდა – სახის კანის გამაგრილებელ და გაამხლებელ საშუალებად ითვლებოდა. ჩვენს დროში ეს უნივერსალური საშუალება კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება: ვარდის წყალი და ეთერზეთი სხვადასხვა კრემებში, საპონში, აბაზანის ბომბებსა და თმის მოვლის საშუალებებშია დამატებული. გარდა ამისა, ეს პროდუქტი სხვადასხვა კულინარიული კერძების მომზადებაშიც გამოიყენება. დღეს ვარდის წყლის თვისბებზე მოგითხრობთ და გაჩვენებთ როგორ მოვამზადოთ ის სახლის პირობებში.

ვარდის წყალი სახისთვის. ვარდის წყალის კანის ყველა ტიპისთვის სასარგებლოა: ახალგაზრდით დაწყებული, პრობლემურით დამთავრებული, როგორც მგრძნობიარე ასევე მშრალი კანისთვისაც. მისი გამოყენება ბავშვის ან ალერგიულ კანზეც შეიძლება. წყალს მაღალი დამატენიანებელი და მატონიზირებელი შესაძლებლობები აქვს.

გამოყენება:

  1. ვარდის წყალი პარსვის ან მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ სეგიძლიათ, რადგან მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ხსნის ქავილს, წვას და სიწითლეს.
  2. ეს საშუალება თან ატარეთ თუ მშრალი კანი გაქვთ ან ეგზემა გაწუხებთ.
  3. მისი მეშვეობით კანის рН-ბალანსის შენარჩუნება შეგიძლიათ, რომელსაც საპნისა და გამწმენდი საშუალბების ხშირი მოხმარება ანადგურებს.
  4. ვარდის წყალს სახის ტონიკად იყენებენ, ის დაგეხმარებათ სახის გაწმენდაში და შეგივიწროვებთ ფორებს, სახიდან მოგაცილებთ ჭუჭყს და ცხიმს.
  5. ვარდი წყალში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით, მას ასაკის საწინააღდეგო საშუალებად იყენებენ, რომელიც კანსა ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობას უნარჩუნებს.
  6. მას რეგენერაციული ეფექტი აქვს და დაზიანებული კანის აღსადგენად გამოგადგებათ, ის ფარავს შრამებს და ხელს უწყობს დამწვრობის ან ჭრილობის შეხორცებას.

ვარდის წყალი კოსმეტოლოგიაში – ამ საშუალებას არა მხოლოდ სახის კანის, არამედ სხვა მიზნებისთვისაც იყენებენ.

გამოყენება:

  1.  ვარდის წყალს სუნამოში ამატებენ ან იყენებენ როგორც ტანის გამაგრილებელ სპრეის. ის განსაკუთრებით ცხელ და მშრალ დღეებშია სასარგებლო, როდესაც ჩვეულებრივი სუნამოს გამოყენება არ გსურთ მისი მძაფრი სუნის გამო.
  2. თუ თმას ინით იღებავთ ან დამოუკიდებლად იკეთებთ სხვადასხვა ნიღბებს იკეთებთ, შეგიძლიათ ვარდის წყალი – ჩვეულებრივი წყალის ნაცვლად გამოიყენოთ. ის აძლიერებს დადებით ეფექტს, არბილებს და ამაგრებს თმასა და თავის კანს.
  3.  ვარდის წყალს მხოლოდ გარეგანი მოხმარება არ აქვს. ასეთი წყლის ბოთლი შეინახეთ და სვით – თუ თავის ტკივილს ან დაღლილობას გრძნობთ!

ვარდის წყალი კულინარიაში. უნივერსალური საშუალება შეგიძლიათ სხვადასხვა კერძების მომზადებისასა გამოიყენოთ. ვარდის წყალი – არაჩვეულებრივი არცევანია სხვადასხვა დესერტებისთვის. შეგიძლიათ ის კექსის, ბლინების ან ტორტის ცომს დაუმატოთ. წყალი პუდინგების, შაქრის მოჭიქულობის და თკბილი სოუსების მოსამზადებლადაც გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტს ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამიტომ არ არის საჭირო მისი დიდი ოდენობით გამოყენება.

როგორ მოვამზადოთ ვარდის წყალი – ვარდის წყლის მომზადება, რთული სულაც არ არის და სულ რაღაც 40 წუთი სჭირდება.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 3 ვარდის ფურცლები
  • 200 მილიგრამი გამოხდილი წყალი

მომზადების წესი:

  1. ფრთხილად მოაცილეთ ვარდს ფურცლები და გამდინარ წყალში გარეცხეთ
  2. ფურცლები ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით, ისე, რომ სრულად დაიფაროს.
  3. ქვაბს თავსახური დაახურეთ და ხსნარი საშუალო ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ სანამ ფურცლები ფერს არ დაკარგავენ.
  4. გაწურეთ წყალი საწურში, ისე რომ წყალი სუფთა გახდეს. შემდეგ კი სუფთა ბოთლში ან ქილაში გადაასხით.

ვარდის წყლის მოსამზადებლად ახალი ყვავილების გამოყენება ჯობს, რათა არანაირი ქიმიური ნივთიერებით არ იყვნენ დამუშავებული. აირჩიეთ არომატული ყვავილები, ეს მნიშვნელოვანია ვარდის წყლის შეფერილობისა და სუნისთვის! თუ ახალი ყვავილების შეძენის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ გამხმარი ფოთლები გამოიყენოთ.

ვარდის წყალი მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ. მისი ვარგისიანობის ვადა იმ წყალზეა დამოკიდებული რომლითაც დაამზადეთ. იმ შემთხვევაში თუ წყალი გამოხდილი იყო, მისი შენახვა 1 თვემდე ვადით შეგიძლიათ, ხოლო ონკანის წყლის გამოყენების შემთხვევაში ის აუცილებლად მაცივარში შეინახეთ რათა მისი ვარგისიანობის ვადა როგორმე გაახანგრძლივოთ. ვარდის წყლის შენახვა გაყინვითაც შეგიძლიათ, ეს მას დადებით თვისებებს არ აკარგვინებს. გარწმუნებთ, მისი გამოყენებით კმაყოფილი დარჩებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს